მთავარი » 2010 » დეკემბერი » 24 » მე ვერ გაუძლებ
11:58 AM
მე ვერ გაუძლებ
მე ვერ გავუძლებ უშენობით მოტანილ დარდებს�
და მივეცემი აბობოქრებულ ფიქრების ტალღებს.�
შენთვის დავკრეფდი ტრიალ მინდორზე მე ველურ ვარდებს�
და… სიგიჟესაც ჩავიდენდი გვერდით რომ მყავდე.�
და ჩემს სიგიჟეს მივაწერდი თაფლისფერ თვალებს,�
ხშირად მდუმარეს,დაფიქრებულს,სულ რომ მაწვალებს.�
თაფლისფერ სითბოს,დაუცხრომელ ვნებას და ალერსს�
მე წაგართმევ და... შენ გააღებ უმზეო თვალებს.�
გააღებ თვალებს… დაიწყებ ძებნას,�
გსურს რომ იპოვო ის ძველი მზერა….�
შენ ვერ გაუძლებ უჩემობით მოტანილ დარდებს�
და… სიგიჟესაც ჩაიდენდი გვერდით რომ გყავდე!
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1176 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
2011-06-10 2:39 PM 1 QeeTii
X მაგარია
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]