მთავარი » 2011 » ივნისი » 10 » 1993 წლის 28 იანვარი
3:14 PM
1993 წლის 28 იანვარი
1993 წლის 28 იანვარს ბუდაპეშტის ერთ-ერთ სახლში, სადაც მოხუცი დედა და 3 შვილი ცხოვრობდა, ბუხარი ენთო და ღამე ვარსკვლავიან ცაზე კვამლი მოჩანდა. დედამ შვილებს საწოლთან დაუძახა და უთხრა.
- ეხლა რაღაცას გეტყვით და არ შემაწყვეტინოთ. გახსოვთ, 17 წლის წინ მამათქვენი, რომ კვდებოდა, მითხრა: მოგაკითხავ და არ გაძალიანდე, წამომყევიო. მე მგონი უკვე მოდის გოგონებო. . . მალე წავალ და დაგტოვებთ. აღარ მოვალ. 61 წლის ვარ, მაგრამ რაი რა გავაკეთე ისეთიი წავალ და ადრე თუ გვიან დამივიწყებენ, თითქოს არც ვყოფილვარ ამ ცოდვებით დამძიმებულ დედამიწაზე.
- გთხოვთ, წყალი მომიტანეთ და ფარდები გადაწიეთ, კიდევ ერთხელ მინდა თოვლიან იანვარს შევხედო. ვნახო როგორ ცეკვავს მთვარე ცაზე და როგორ ბაძავენ მას ვარსკვლავები. ლამაზია, ძალიან ლამაზია... ყველაზე მეტად გული იცით რაზე მტკივაი ცხოვრებაში ერთხელ მივდივარ სახლიდან ისე, რომ ვერ გეუბნებით სიტყვას: მოგწერთ... გახსოვთ, ერთხელ ბრიტანეთში მომიწია წასვლა სამი დღით, რომ ჩამოვედი მისაყვედურეთ, რატომ არ მოგვწერეო, არადა ორი წერილი მოგწერეთ... დღემდე არც ერთი მოსულა. იქიდან სადაც მივდივარ ვერ მოგწერთ. წერილები იმ ქვეყნიდან არ იგზავნება და რამდენიც არ უნდა ელოდო არ მოვა. წერილები იმ ქვეყნიდან ჯერ არავის მოსვლია. 17 წელი ველოდებოდი, მაგრამ...
- ვხედავ... მამათქვენს ვხედავ, მოდის, წავედი, როგორ მომენატრა... ისე, გოგოებო ელოდეთ წერილებს იმ ქვეყნიდან, იქნებ მოხდეს სასწაული და მოვიდეს. კარგად იყავით... რა კარგია მშვიდად და ტანჯვის გარეშე რომ მივდივარ ამ ქვეყნიდან იმ ქვეყანაში...
ორ დღეში დაკრძალეს დედა და მიაყარეს პირველი მიწა.
მეორე დილით კარებში ორი წერილი შემოფრიალდა. ეს არ იყო წერილები იმ ქვეყნიდან, ეს ბრიტანეთიდან 6 წლის წინ გამოგზავნილი ის ორი წერილი იყო, რომელზეც მათი დედა ლაპარაკობდა. ერთ-ერთ წერილში ეწერა: აქ ძალიან კარგია, მალე თქვენც წაგიყვანთ!
კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 827 | დაამატა: Alone-Loney | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]