საქართველოში ტატუ
რამდენიმე წელია პოპულარული გახდა. მას, ძირითადად, ახალგაზრდები იკეთებენ.
ბევრისთვის ტატუ „მარიაჟობად" და „კაი ტიპობად" აღიქმება. თუმცა, ჯერ
კიდევ ათი წლის წინ ტატუს „ნაკოლკას" ეძახდნენ და მას მხოლოდ ქურდული
სამყაროს წარმომადგენლები იკეთებდნენ. მათ სამყროში ყველა სიმბოლოს თავისი
დანიშნულება გააჩნდა და თუ სიმბოლოს ტარების უფლება არ გქონდა, ისჯებოდი.
„ნაკოლკას" შენი სურვილის მიხედვით ვერ გაიკეთებდი და თუ თვითნებობას
გამოიჩენდი და ამას მაინც გაბედავდი, შესაძლოა, საკუთარი სიცოცხლითაც კი
გეგო პასუხი. აკრძალვები დღეს აღარ მოქმედებს, თუმცა, ვერავინ მოგცემთ იმის
გარანტიას, რომ თქვენს სხეულზე გამოსახული „მგლის თავის" მნიშვნელობის
ახსნას არავინ მოგთხოვთ.