მთავარი » 2011 » ივნისი » 10 » არ მინდა გაოცება რომ შენთვის დავწერო,
2:59 PM
არ მინდა გაოცება რომ შენთვის დავწერო,
არ მინდა გაოცება რომ შენთვის დავწერო, არც თავგანწირვა მჭირდება შენი რომ მიყვარდე მოთმინებით, მხოლოდ სითბო მსურს საკვებად, მხოლოდ შენი გვერდით ყოფნის შეგრძნება... და მოდის ოცნება თავისთავად, მოდის რბილი ტალღები გრძნობის, შეხების, სურვილების.... ნუ გამაოცებ, მხოლოდ იფიქრე ჩემზე... მე მოვალ ყოველთვის როცა დამიძახებ უცვლელი მარადისობისგან განაწამები და თბილი ფერებით მოვხატავ შენს სულს, გვერდით ვიქნები როცა მარტოობა დააპირებს შენს ერთგულებას და მე გავაორგულებ, ვიყვირებ როცა შენ არ გექნება ყვირილის ძალა ცრემლის მგუდავი ბურთით ხმადახშულს... ოღონდ იფიქრე ჩემზე, მიგრძენი, რომ მე ძალა არ მომაკლდეს უშენობით... რა გითხრა მეტი... შენთვის ვცხოვრობ და მაინც შენით განაოცები გთხოვ – ძალა არ გამომაცალო...
კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 971 | დაამატა: Alone-Loney | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]