მთავარი » 2011 მაისი 28 » არა!ნუ წახვალ!
11:22 AM არა!ნუ წახვალ! | |
არა!ნუ წახვალ!
მე ვერ ავიტან უშენობას,მე ვერ ავიტან, გოლგოთის მთაზე სიყვარულის უღელს ავიტან. ოღონდ ნუ წახვალ,ნუ დამტოვებ განცდების ტყეში, შენთან სიშორეს,ერთაობას მე ვერ ავიტან, მე ვერ ავიტან სიმარტოვის მოსვლას თავიდან, ოღონდაც დარჩი,სამსხვერპლოზე ჩემს გულს ავიტან, ოღონდ ნუ წახვალ,ნუ დამტოვებ ცრემლების თქეშში, განმხოლოებას,განშორებას მე ვერ ავიტან, მე ვერ ავიტან დაკენტებას წუთით,წამითაც, ვეღარ გამოვალ უშენობის შავი ღამიდან. დავიკარგები მარტოობის დახლართულ გზებში, გიჟურ სურვილს და მონატრებას ვერ გადავიტან, არა,ნუ წახვალ!..უშენობას მე ვერ ავიტან. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |