მთავარი » 2011 მაისი 27 » ბიჭი ვიყავ
4:04 PM ბიჭი ვიყავ | |
ბიჭი ვიყავ მზეპერანგა, მოხეთქილი ანგეში
და იქ სადაც შრიალი და ბინდი იცის წოლორებმა დავინახე, ქერა ქალი დალალებს ისწორებდა, წელს ზევით კი ვარდისფერი ბურუსების ფორები, წელს ქვევით კი დავინახე ეცვა მხოლოდ მორევი ბანაობდა და უკეთესს ქვეყნად რასმე ნახავდი? წყალს მოჰქონდა ტანის ლანდი როგორც ნისლის ღაღადი, თვრებოდა და ნებივრობდა ჩქერთა ჩქარი ჯირითით, ბროლის მკერდზე დადებული ორადორი ქვირითი. დამინახა, შეიცხადა, მერე მორევს დანებდა და მორევიც ბორიალით აყურყუმალავებდა, გოგო თირთქვი, გოგო თართქვი, გოგო საიადონო თვალებსა და ხელებს შუა მეხრჩობოდა ბატონო. ჩქერალებში ჩამავალი, მზის შუქივით მიმქრალმა მკლავთა თეთრი ჩქაფიჩქუფით, ახლოს არ მიმიკარა და იქ სადაც ლოდი იწვა, წყალი იდგა მომღვრიე, ჩავყვინთე და წელზე ხელი ბადესავით მოვხვიე, იკივლა და იწიწინა, ოი ქალის ბავშვობა, ოღონ ხელი არ მეხლო და ყაბულს იყო დახრჩობას. გული თუმცა გული არის, გული მაინც მკერდშია, ახლა მხოლოდ ერთი მსურდა გოგო გადამერჩინა, და ის გოგო, გაწუწული, კაპარჩხანა, ქოთქოთა, ნაპირისკენ გულწასული კალმახივით მომქონდა. გოგო თივთქვი, გოგო თავთქვი, გოგო საიადონო, კინაღამ არ დამეღუპა ხელებშუა ბატონო!? | |
|
სულ კომენტარები: 0 | |