მთავარი » 2011 აპრილი 16 » ჩემი ცოდვა:(
9:28 PM ჩემი ცოდვა:( | |
საღამოსთვის უკვე მთვრალი, ჩამოვჯექი დაბალ ლოდზე, აღარა მაქვს ლოცვის თავი, ჩუმად მეფიქრება ომზე. საღამოსთვის ცოცხალ-მკვდარი, ვეღარ ვიბრძვი,ვეღარ ვფიქრობ, სასმელს ცოდვით გადამკვდარი, სულიდან,ცოდვას ვერ ვიქრობ. ჩემი ლექსი არას ნიშნავს, ღვთის მოწიწე დიდ შვილთათვის, ღმერთო,მაღლად რად არ მნიშნავს, დავისაჯე მე?რისათვის? ასე ციცქნას დიდი ცოდვა, არ შეშვენის,მითხრა ღმერთმა, ასე ციცქნას ღამით ბოდვა, ამიკრძალა,ერთადერთმა! აღარ ვითხოვ არც დიდებას და არც ბინას სამოთხეში, აღარ ვითხოვ განდიდებას, დამმარხეთ მეც ამ ოხერში! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |