მთავარი » 2011 » მაისი » 22 » ჩუმად, საიდუმლოა
10:28 PM
ჩუმად, საიდუმლოა
სუსხიანი დილა არ გათენებულა არც თბილი და საერთოდ რა დროს დილაა ღამის სამი საათია. უი ხო. მზე უკანასკნელ სხივებს სტყორცნის ჩემს ფანჯარას და ჩავა, რა მოხდა მერე უბრალოდ ჩასვლა დაავიწყდა იქნებ შეყვარებულია, შეხედე როგორ აუწითლდა ლოყები... არც ეს ვარგა რაღაც. ბნელდება, არა უბრალოდ ბნელა, ღამეა. ხოდა შენ რა გეწერინებაო იკითხავთ, არ ვიცი, ალბათ ის, რომ უბრალოდ არ მეძინება. მთვარეს ვუყურებ და მზე მენატრება. ჩუმად ვწევ ფარდას იმ იმედით, რომ ოდნავი სინათლე მაინც შემოაღწევს, მაგრამ სიმართლე რომ ვთქვა, არც ვიცი სინათლეს ველოდები, თუ სითბოს, იქნებ ორივეს ერთად, ეს მთვარე ვის დაეკარგა, არც ათბობს და არც ანათებს ნორმალურად. იცით მზე და მთვარე გზააბნეულ შეყვარებულებს მაგონებენ. უერთმანეთოდ მათი არსებობა წარმოუდგენელია, მაგრამ არც მათი შეხვედრა ნებავს განგებას, როდემდე უნდა იხეტიალონ ასე, უკიდეგანო სამყაროში, ერთმანეთის ძიებაში, უცებ ძალიან შემეცოდა ორივე, ჩემი სატკივარი სულმთლად დამავიწყდა. მთვარეს მოცდა ვთხოვე, სულ ცოტაც რაა. აი ორ წუთში მზეც ამოვა აღმოსავლეთისკენ გავიხედე, ის არ ჩანდა.
გაჩერდი რაა, დაელოდე გთხოვ. ვედრებით სავსე თვალებით შევცქეროდი მთვარეს. მან კი უკანასკნელად შემომხედა, თითქოს მანიშნა: რა ვქნა არ შემიძლიაო. გაიცრიცა, გაუფერულდა და ნელ-ნელა გაქრა. ადგილი მზეს დაუთმო. ამ ქვეყნის ცოდვა-მადლზე ვდარდობდი უკვე. რას ვიზამთ ბუნების კანონია ასეთი და მას წინ ვერ აღვუდგები, თავს ამის უფლებას ვერ მივცემ, თუმცა...
... დღეს მზემ მთვარესთან რაღაც დამაბარა. კიდევ ერთი უძილო ღამის გატარება მომიწევს, არაუშავს. ამის გაკეთება ხო მაინც შემიძლია. ოღონდ ჩუმად სხვამ არ გაიგოს, საიდუმლოა.
კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 856 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]