მთავარი » 2011 » იანვარი » 10 » ჩვენ ორნი..
11:47 AM
ჩვენ ორნი..
 წვიმა და ჩვენ ორნი. . . სველი თმა, ხელები, ტუჩები და ცრემლით სავსე სევდიანი თვალები. . .
ვსველდები და საოცრად მეშინია, რომ წვიმა გადაიღებს და შენ მიმატოვებ. . .
-აუ, რა ბავშვი ხარ! -მეუბნები და წვიმას ხელით იჭერ. . .
"ბავშვი ვარ?" -ვიმეორებ გულში, - "ბავშვი ვარ თუ შენ გინდა ბავშვად მთვლიდე?" -ხარბად გაცქერდები, შენს უძირო თვალებში მინდა ამოვიკითხო პასუხი. .
წვიმს. . . ცრემლი შეერია წვიმას. . .
უცებ გამოვფხიზლდი, ჩემი თავი ხელებში მოიქცია, თვალებში ჩამხედე და მკითხე: -"გიყვარვარ?" -და ისე რომ პასუხს არ დაელოდე, განაგრძე, _მე მიყვარხარ! _ან კი რა საჭიროა სიტყვები. . . ჩემს თვალებში მხოლოდ შენი თვალები ირეკლება?! -მე უშენოდ არ შემიძლია!- ძლივს ამოვღერღე და ვიგრძენი როგორ გავთავისუფლდი. . .
შენ არაფერი გითქვამს, მაგრად ჩამიკარი გულში და გავირინდეთ. . .
მდუმარებას წვიმის გაბმული სიმღერა აკრთობდა. . .
ისევ ჩამოდის ცრემლი და ვგრძნობ, რომ ის უკვე სიხარულის ცრემლია, რადგან არ ვიცი რა ვუყო ამხელა ბედნიერებას. . .
წვიმის წვეთი უფლის მირონია, ფოთოლშრიალა ხეები ჩვენი მაყრიონი, ჩემი და შენი. . .
ორნი. . . ყველგან და ყოველთვის ერთად. . . ახლაც ჩუმად ისხდნენ ტირიფის ჩრდილში და უნდოდათ დრო გაჩერებულიყო. . . მთელი სიცოცხლე ერთად ყოფილიყვნენ. . . ვაი, რომ ყველაფერი წარმავალია ამ ქვეყნად. . .
გოგონა წამოდგა. . . . . ხელში ტირიფის მტირალა ტოტი ეკავა. . . ზღაპრულ ფერიას ჰგავდა. . . ნაზი და სიფრიფანა. . .
--ამას შევინახავ ჩვენი შეხვედრის სახსოვრად. . .
--რომ იცოდე, როგორი ლამაზი და სენტიმენტალური ხარ. . .
--ჰო ვიცი, როცა ჩემთან არ იქნები ეს ტოტი გამახსენებს შენს სიყვარულს. . .
--ეს არასოდეს მოხდება!!!! ჩვენ სულ ერთად ვიქნებით. . .
. . . . . . . რა ცოტა დრო სჭირდება თურმე ბედნიერებას. . . . . . .
. . . . . . მთლად გაყვითლებული. . . . ჩამომხმარი. . . . კედელზე გაკრული ტოტი, გოგონასთან ერთად. . . . უხმოდ მისტიროდა დაკარგულ სიყვარულს. . . . . . . .
კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 916 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]