მთავარი » 2011 » ივნისი » 10 » დამჭკნარან ხელები,
3:06 PM
დამჭკნარან ხელები,

დამჭკნარან ხელები, ბავშვივური სინაზით რომ გეფერებოდნენ... თუმცა მას მერე რამოდენიმე წამი გავიდა...
ცაში ყურება გიყვარდა, მახსოვს... რაც მე წავედი... თუმცა სულ რაღაც 200 მეტრი გვაშორებს...
მეშინია... ილუზიაა ეს ყველაფერი... შორია, თუმცა ისევ ჩემში ხარ, ჩაგიძირე!
სავსეა მთვარე, ისეთივე სავსე, ადრე რომ ვუმღეროდით! და ისევ, ილუზიაა ეს ყველაფერი...
ნახე, თეთრდება შიშველი დედამიწა... არასდროს მინახიხარ თოვაში... ლამაზია... ალბათ.
გამეცინა... არ ვიცი რატო. გახსოვს ჩვენი სიცილი? მიყვარდა...
ისევ სილუეტდები ჩემი სარკმლის წინ... მწვანე თვალებში ჩაგაბედრები.
არასდროს მინანიხარ...მენანები! შემომხედე., ახლოს ვარ, შენთვის ვარ! ჩამკიდე ხელი...
მე და შენ, ერთად... ერთი ნაბიჯით წინ... "ცაში ახედე"-მესმის და გიკვდები..
შენი დუმილის ბაცი ფერი და მისი ამოცნობის ყოველი მცდელობა... ო, როგორ მიზიდავს დღემდე.
უკვე 2 საათია, თავი მოვაბეზრე ღამეს. მიყვარს, როდესაც 2 საათია.. პირველი სიგიჟის საათი..
ჩემო პატარავ,... (გავიღიმე) "პატარავ"-იშვიათად მაგონდებოდა.. მიკვირს.
გამაბანალურეი დაე! მომწონს, რომ სრულიად ჩემშია ეს ყველაფერი. დროის შეგრძნებას ვკარგავ..
ნეტავ ხედავდე, რა ლამაზია გუშინდელ ზაფხულში ნაპოვნი სიტყვები: მე... შენ... ჩვენ....
კალამი გამხლართვია თითების ჩრდილში... ახლა კი, ამ სამყაროდან მოწყვეტის დროა.. შემომეძინა.
თბილი სიცივე ამ ღამესაც ძველებურად დამათენებს თავზე და.. ისევ რომ გიგრძნობ, შევახსენებ შენს თავს ჩემსას...
უთუოდ!
კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 859 | დაამატა: Alone-Loney | რეიტინგი: 5.0/2
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]