მთავარი » 2011 ივნისი 7 » -დამხატე
8:08 PM -დამხატე | |
-დამხატე დამხატე მასზე ლამაზად ვიდრე ვიცინი დახატე მკვეთრად ჩემი სახე ჩემი სიცილი -დამხატე ვიდრე ლამაზი ვარ ვიდრე ბავშვი ვარ ვიდრე მშობლიურ მიწა-წყალზე კენტად დავდივარ. -დამხატე… მერე შეაწითლე სისხლის ტუჩები ფეხქვეშ გამიგე საქართველოს ძველი ქუჩები -დამხატე! ვიდრე წყლისფერია ჩემი თვალები. დამხატე, მხატვრებს არასოდეს დავემალები -დამხატე ვიდრე ჩაეძინა ჩემზე ფიროსმანს ვიდრე, შედევრებს სამოთხიდან ყანწით გილოცავს დამხატე ძმაო, სილამაზეს ფუნჯით ებრძვიან დამხატე ვიდრე მივიღებდე სახეს სევდიანს… -დამხატე, ტილოს მოუხდება ჩემი სიცილი დამხატე მასზე მხიარული ვიდრე ვიცინი…. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |