მთავარი »
2011 » ივნისი » 10 » ...ერთი ფრაზა... ზუზუნებდა
2:55 PM ...ერთი ფრაზა... ზუზუნებდა |
...ერთი ფრაზა... ზუზუნებდა
ქარი ნაცნობ მელოდიას, ცაც საოცრად უჩვეულო ჩანდა, ტრიალებდა სულში ქარიშხალი, ფრიალებდა ჩემს ოთახში ფარდა... ჟრიალებდა მთელს სხეულში ჟრუანტელი, მთელი ღამე მარტოობას გავდა, ბრიალებდა სადღაც კენტად კელაპტარი, მე კი სულის მწუხარება მწვავდა... შრიალებდა უხმოდ ძველი ნეკერჩხალი, ტრიალებდა თავში ერტი ფრაზა, სეირნობდა იატაკზე მთვარის შუქი, ღუღუნებდა თეთრი მტრედი ნაზად... ასრულებდა ქარი ნაცნობ მელოდიას, გული სევდის ბოლო ბათმანს ფქვავდა, ,,მე ხვალიდან უფლის ბილიკს გავუყვები!" ტრიალებდა თავში ერთი ფრაზა!
|
კატეგორია: ჩანახატები |
ნანახია: 873 |
დაამატა: Alone-Loney
| რეიტინგი: 5.0/2 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[
რეგისტრაცია |
შესვლა ]