მთავარი » 2011 » ივნისი » 13 » გამათბე..
4:59 PM
გამათბე..
ვხვდები ბევრ რამეს - რასაც ცოტა ხნის წინ ვერ ვიგებდი
ასე მგონია, მხოლოდ მე შევიცვალე
და დანარჩენი ყველაფერი იგივენაირად ბობღავს
შენ ხარ..
უკვე მერვე თვეა ჩემთან ხარ
სხვა არავინ მჭირდება
მართლა
უბრალოდ ჩემთან იყავი
მთლიანად შენი ვარ..
მართლა შევიცვალე და ამას ნელ-ნელა გიმტკიცებ
გაძლევ უფლებას გამომცადო და შემამოწმო როგორ ვმუშაობ ))
იმიტომ რომ სიგიჟემდე მიყვარხარ
უბრალოდ არ წახვიდე
არც გაიფიქრო დატოვება
მე ტრიალს შევწყვეტ, როგორც გამოუსედეგარი
გაფუჭებული კედლის საათი..
შენი ფასი გავიგე
უშენობა ყველა სხეულის ნაწილის ტკივილზე მწარეა..
ამხელა რაღაც არ მიგრძვნია, არასდროს
ყველაზე უძლური ვარ ახლა შენს წინაშე..
ხელები გამეყინა
გამათბე..
კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 981 | დაამატა: Alone-Loney | რეიტინგი: 4.7/3
სულ კომენტარები: 1
2011-06-17 1:32 AM 1 QeeTii
მომეწონა ძალიან !
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]