მთავარი » 2011 » მაისი » 27 » გაუგზავნელი წერილი
4:32 PM
გაუგზავნელი წერილი
ისევ თქვენ გწერთ, გევედრებით, ნება დამრთეთ,
კიდევ ერთხელ, მხოლოდ ერთხელ მოგიგონოთ,
არც კი იცით რა უსაზღვრო პატივს დამდებთ
თუ ამ წერილს წაიკითხავთ ქალბატონო.
გაწყენინეთ? თქვენს წინაშე ქედს მოვიხრი,
თუკი ჩემგან წყენა დაგრჩათ სამახსოვროდ,
მაპატიეთ, მეკადრება, ბოდიშ გიხდით,
მომიტევეთ, მომიტევეტ ქალბატონო.
მომიტევეთ თუკი მახსოვს თქვენი თმები,
მომიტევეთ თუკი ისევ დამესიზმრეთ,
დამიჯერეტ ყველა წმინდანს გეფიცებით,
დაგივიწყებთ, მეც ოდესმე დაგივიწყებთ.
რაც კი დამრჩა უთქმელი და სამახსოვრო
ახლა მინდა გაგიმხილოტ მშვიდი დარდით,
ბროწეული რომ გაყავით სანახევროდ
აი სწორედ, სწორედ მაშინ შემიყვარდით.
ისევ თქვენ გწერთ ქალბატონო, მომაგონდით,
უცნაური მწუხარებით, მკრთალად, მღვრიედ,
გახსოვთ ის დრო ყველაფერს რომ მპატიობდით?
ეხლა კიდე ეს წერილიც მაპატიეთ.
ვწუხვარ, უკანასკნელ სალამს განდობთ,
ეხლა უნდა სამუდამოთ მიგატოვოთ,
მაპატიეთ, მომიტევეთ, დიდად გმადლობთ,
დიდად გმადლობთ, რომ მიყვარდით ქალბატონო.

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 854 | დაამატა: Alone-Loney | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]