მთავარი » 2010 » დეკემბერი » 24 » გელოდები
11:17 AM
გელოდები
გელოდები, რა გაუძლებს ამ
უღმერთო ლოდინს,
გელოდები, მხოლოდ ერთხელ,
მხოლოდ ერთხელ მოდი,

განა მინდა გული გთხოვო,
სიყვარული გთხოვო,
მხოლოდ ერთხელ დამენახე,
თვალს შეგავლებ მხოლოდ...

მერე წადი, ისე წადი, რომ
არ გამახსენო,
მე ვინ ვიყავ, შენ ვინ იყავ
და ვინ დავრჩით ბოლოს,

ჩუმად თვალზე ცრემლს შევიშრობ,
დაგილოცავ გზა-კვალს,
და არავის არ გავუმხელ,
ჩვენს სევდიან ზღაპარს...
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1162 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]