მთავარი » 2011 » მაისი » 28 » გემუდარები ორგულობა არ დამაბრალო,
11:56 AM
გემუდარები ორგულობა არ დამაბრალო,
გემუდარები ორგულობა არ დამაბრალო,
არ დაიჯერო , განშორებამ გრძნობა გასრისა,
არ დაივიწყო, რომ ოდესღაც გული საბრალო
შენსავე მკერდში შევინახე შენგან წასვლისას,
შენი მკერდია ჩემი გრძნობის თავშესაფარი,
შინ დაბრრუნება იცის თურმე ჩემისთანამაც,
შენზე ოცნებით მოვიარე ქვეყნად მთა-ბარი,
მაგრამ ცოდვების განსაბანად წყალიც თანა მაქვს.
არ დაგიმალავ, მეც სხვებივით ლხენას დავეძებ,
და ახლაც შენთან უცოდველი როდი მოვედი,
მაგრამ არასდროს დაიჯერო ისე დავეცე,
გადავიწყვიტო შენი სული სვეტი ცხოველი.
შენს უკეთესი რა შემეძლო ქვეყნად მენახა,
ამ უნაპირო სამყაროში მხოლოდ შენა ხარ!


***********

ლურჯი ღამიდან წვიმა კი არა,
ტკივილიანი ცრემლები ცრიან.
ვიცი, ვერასდროს ვეღარ შევხვდებით,
ანდა შევხვდებით ძალიან გვიან.
ვიცი,წაიღებს დრო ყველა ტკივილს,
გული იმედებს კვლავ ჩაისახავს,
მაგრამ ნუ მეტყვი აღარ ვიტირო,
ნუ დამამშვიდებ, სანამ მიყვარხარ!
სანამ მიშფოთებს სულს მოგონება,
სანამ ბოროტი ქარები ქრიან
და სანამ ვიცი, თუკი შევხვდებით,
იქნება უკვე ძალიან გვიან...


********
მე არ მითხოვია შენთვის მონატრება
მე არ მითხოვია შენთვის სინანული
მე არ მითხოვია შენტვის მოწყალება

მე შენმა სიყვარულმა გზები ამირია
და დამანახა ტანჯული ფიქრები
მე შენმა სიყვარულმა თავგზა ამიბნია და შენზე ფიქრმა გულწრფელი ღიმილი
მე შენმა სიყვარულმა მასწავლა სინანული

და ცხოვრებაში კარგის გაგება
მე შენმა სიყვარულმა მასწავლა ცხოვრების,ცხოვრების რთულ გზაზე ფრთებით გაფრენა

და გაზაფხულის ერთ ცხელ საღამოს
შენს ფანჯარაზე სიომ დაბერა,, და გაგახსენა ჩემი თავი კვლავ მიტოვებულს და გაგახსენა ადრინდელი ნაზი ხატება

და დავიწყებულ გულს გაუხსნა ჩემთვის კარები
გასაღები კი სიყვარულის სხვას ჩააბარა
ჩვენ ცხოვრებაში კვლავ ჩნდებოდა სირთულეები და სიყვარულის ვიწრო გზები ამან გაყარა
ჩვენ ცხოვრებაში უცხო პირთა უაზრო ცქერა
გახდა მიზეზი ამ ცხოვრების ძაფის გაწყვეტის
ამიტომ შენგან არ მჭირდება მე შებრალება ამიტომ შენგან არ მინდოდა მე არაფერი !!





***********

ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ,
დღეს თუ არ იცი ხვალ გაიგებ როცა დამკარგავ,
ჩემთვის ასეთი ცივი რატომ ხარ რით შეგაშინე?
შენსკენ სავალი ბეწვის ხიდიც არ შემაშინებს,

ცოტას დავიცდი სანამ გავა წვიმის სურნელი,
ნუღარ განიცდი პატიებას შენგან არ ველი,
თურმე ბოლომდე ყველაფერი არ შეგძლებია,
მე ხომ მოგენდე ამის მეტი რა შემიძლია,

ცოტას დავიცდი მერე წავალ წვიმის კვალდაკვალ
ნუღარ განიცდი ხვალ ხომ უკვე მართლა დამკარგავ. . .





**********

მჭირდები....
ვხვდები უშენოდ ვგიჟდები
დროც გადის დაუნდობელი
და მე ჭკუიდან ვიშლები
მჭირდები.....
ვხედავ გზას როგორ მიჰყვები
და ამ უაზრო ფიქრებით
შენს მოლოდინში ვიქნები
მჭირდები...
მორჩა, მე აღარ ვიბნევი
მაგრამ ეს ბნელი ქუჩები
გაურკვეველი სიზმრები
მჭირდები...
ხიდის კიდეზე ვირხევი
მზის ჩამავალი სხივები
უკიდეგანო ნისლები
მჭირდები....




****************

სიყვარული რიგდებოდა
წიგნის მაღაზიაში,
ის დღე იყო გაზაფხული
იღვიძებდა იაში...
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს,
ულამაზეს ლიანებს,
სიყვარული რიგდებოდა
და მე...დავაგვიანე...
რიგში იდგნენ ჭაბუკები,უმეტესად ქალები
შეჰყურებდნენ წიგნის თაროს
მომღიმარი თვალებით...
სევდა მწვავდა თვალთა უპეს
სევდა გაურიყავი,
სიყვარულის რიგში ღმერთო...
აქაც ბოლო ვიყავი.
და როდესაც დახლთან მიველ
მომღიმარი თვალებით,
სიყვარულით ლაჟვარდს ხელში
შეუერთდნენ ქალები.
წიგნის თაროს შერჩენოდა
ერთადერთი კრებული,
და გამყიდველს ის თავისთვის
ჰქონდა გადადებული...
სიყვარული რიგდებოდა
წიგნის მაღაზიაში
ის დღე იყო... გაზაფხული
იღვიძებდა იაში,
მზე კოცნიდა თეთრ ალუბლებს,
ულამაზეს ლიანებს..
სიყვარული რიგდებოდა

კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1077 | დაამატა: Alone-Loney | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]