მთავარი » 2011 აპრილი 1 » ღამით ქუჩას
1:08 AM ღამით ქუჩას | |
თუ სახეზე შემომხედავ დაინახავ უცებ ღიმილს ვერ მიხვდები,რომ მე ჩუმად,ამით ვფარავ გულის ტკივილს, გავუყვები ღამით ქუჩას და ავხედავ სავსე მთვარეს, ცას ვარსკვლავი თუ მოწყდება,ჩუმად ჩავიფიქრებ რამეს, მერე ისევ ძველებურად სალოცავში ვიწყებ ლოცვას, ცოდვების დასავიწყებლად ისევ დავცლი ღვინის ბოცას, დავითვრები,ვერ ავდგები,კვლავ დავიწყებ მუხლზე ცოცვას, ნურას მკითხავ,ვერას გეტყვი და დავიწყებ ისევ ბოდვას, ვიღაცა თვალს გამაყოლებს,ვერ გაიგებს ის ჩემს ტკივილს გულიანად ჩაიცინებს:"მთვრალია და მიტომ ტირის | |
|
სულ კომენტარები: 0 | |