მთავარი » 2011 მაისი 27 » ღმერთთან შეჯიბრი..
8:25 PM ღმერთთან შეჯიბრი.. | |
–ჰა ჰა : ) სალამი შე ტროტუარის პოეტო –ბეთქილ ავლაბრელს ვახლავარ... მუზების მტვერში გახვეული ჰანგებივით უციმციმებს ღვთაებრივი სახე... –ყოველდღე ვიღებ ძვირფას საჩუქრებს ბაღში მივდივარ ეს დღე ცივია ნიკოლოზ ჩემში მიწა ანათებს შენში ძმობილო ზეცის სხივია.. –და შენშიც ალბათ ბრწყინავს ის სხივი, შენს მშვენიერ სულს ეფინებიან, ჩემს ვენებიდან პოეტის სისხლი იღვრება შენსას ეჯიგრებიან... –არ არსებობს ჩვენთვის ნიკოლოზ სხვა კარიერა გარდა სიგიჟის, უთუოდ ჰქონდა ბუასილი ფაუსტის ავტორს.. ეშმაკებს უნდათ ჩემთვის ძმობილო ვნება სიბილწის, დღეს ყველგან მზეა მაგრამ ჩვენს სულებს ათოვს.. –არ არსებობს ძმაო გიჟი ვით უთუოდ უნდა ბჭობდეს, ამ ცხოვრების საიდუმლოდ დაიკიდე დაე თოვდეს.. –აუხდენელი ფიქრები მოდის და მოდის ფული სიყვარული ფიქრი.. შემდეგ კვლა გათელვა ნგრევა სულის უმოწყალოდ რბევა... –შენ გესმის სულის ფილოსოფია ვერ შეგედრება სხვა ღვთისმოსავი.. იცხოვრე მხოლოდ სულიერებით და გახდი თავად აზრის მგოსანი. თვით არ მშვენდება ეს კარიერა თუმც მოწყობითაც კი დაშავდება მიხედე მხოლოდ იმ რეალობას რაც უაზროა და არ შენდება.. –რეალობაა ვირტუალობა არსებულ მითებს შემოსაზღვრული იბრძვი იმისთვის რაც არ არსებობს და ზიზღი მეფობს ჩვენში ფარული.. საზიზღარია ირგვლივ ყოველი მაინცდამაინც ეს უნდა მეთქვა თუ ვერ განკარგავ რეალურ განცდებს ადამიანი რად უნდა გერქვას.. –ჭეშნარიტია თუმც მეეჭვება რეალობა ხომ შენთვის მითია თუ ეს ცხოვრება მართლაც არ ვარგა მითხარ სიცოცხლე კარგი რითია.. უბედური ხარ მხოლოდ მოკვდავი მე კი ღმერთი ვარ შე უბადრუკო ვიცი დაგტანჯავს ვნება სიბილწის რადგან ეშმაკი შენს სულში ბუდობს.. –მე ბოლოჯერაც ერთხელ დავთვრები და დავინახავ რეალურ გრძნობას არ მსიამოვნებს ძმაო ეს ღვარძლი და არც ვაპირებ რამისთვის ბრძოლას.. გავანადგურებ მე ჩემს მომავალს არარეალურ სიცოცხლეს მოვკლავ გამოვიღვიძებ ამ სიზმარიდან და მერე მხოლოდ ღვთის გზას დავლოცავ.. თუ ღმერთი მართლაც რეალობაა და ეს სიზმარი მართლაც არსებობს შემაგრძნობინო იქნებ როგორმე მაგრამ არც შენი ღმერთი არ მეფობს.. სისულელეა ეს რეალობა წააგავს ვინმეს მოგონილ ამბავს რა დამიბრუნებს ნამდვილ სიყვარულს ჩემში სიწმინდე მხოლოდ სულს ღაფავს.. –ორივე ვამბობთ სხვისთვის სიგიჟეს თუმც არ გეგონოს სიტყვები ერთი ორი ერთურთის ძმადნაფიცები შენში ეშმაკი და ჩემში ღმერთი.. –მე მჯერა ნიკუშ რომ ხარ პოეტი უბრალო სიტყვებს გრძნობის ცეცხლს უნთობ მე მჯერა ორნი გავქაჩავთ ისე რომ ჩვენს ბებრულ სულს არვის დავუთმობთ.. –. : ) კარგად აბა.. მოკითხვა ეშმაკს ნაზარეველის სახელით.. –ნუთუ ღმერთსაც სურს ჩემთვის ვნება სიბილწის? –არა რადგან ჩვენს სულებს ათოვს.. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |