მთავარი » 2010 » დეკემბერი » 24 » გული
12:28 PM
გული
ისევ შუაღამე იყო. ბნელოდა, ქარი უბერავდა და წვიმის წვეთებს ფანჯრის მინებს ახეთქებდა.წამით გაიელვებდა, გაანათებდა ოთახს და მის დაღლილ სახეს კიდევ უფრო მკვეთრად აშუქებდა. მას ეძინა, მარამ ბორგავდა, აფორიაქებული იყო თითქოს რაღაც აწუხებდა. მძინარემ ვეღარ გაძლო, თავისმა სევდამ გამოაფხიზლა და უცებ წამოხტა. გულში დიდი ტკივილი და დარდი იგრძნო. საატს დახედა, ღამის სამი საათი იყო. ანერვიულდა რომ ძილშიც ვერ ნახა მოსვენება და შვება ვერ იგრძნო. გული დარდით ჰქონდა სავსე. როგო იფიქრებდა, რომ ერთხელაც ამდენი ტკივილის გადატანა მოუხდებოდა.. მოახერხებდა კი?!
მიხვდა, რომ წოლას აზრი აღარ ჰქონდა, წამოდგა, ფანჯარასთან მივიდა. ისევ გაიელვა და მისი სახის გაშუქების დროს ლოყებზე ვერცხლისფრად აციმციმდა ცრემლები. მასთან ერთად ცაც ტიროდა. მან ისევ ფიქრი დაიწყო, მაგრამ ახლა უკვე იმაზე ფიქრობდა, როგორ შეძლებდა მისი გული ამდენი დარდისა და ტკივილის გადატანას?! თავს მარტოსულად გრძნობდა, ამიტომ მინაზე ჩამოსხმულ წვიმის წვეთებს დაუწყო საუბარი, თითქოს იმას ესაუბრებოდა, ვიზეც ფიქრობდა და ვინც მისი გულისტკივილის მიზეზი იყო
„გულს ვიძლევი... არ გინდა? შენ მეუბნები უგულო ხარო, მაგრამ როგორი გლისაც არ უნდა ვიყო, გული მაინც ხომ მაქვს... ჰოდა მაინტერესებს, არგინდა ჩემი გული? არაფერს მატერიალურს არ ვითხოვ სანაცვლოდ... უბრალოდ... უბრალოდ მინდა იცოდე, რომ მთელი ჩემი ცხოვრების ერთი პატარა სიყვარულის ისტორიაა ამ გულში ჩაწერილი... გაბედავ წაკითხვას? დიდ ტკივილსა და დიდ სიყვარულს ვატარებ ამ გულში... ამ გულით იმ ღმერთსაც ვატარებ, რომელსაც სამყარო ვერ იტევს... გაკლია რწმენა? ჰოდა თუ არა დაფიქრდი, ღმერთის სიყვარულს თუ იტევს ჩემი გლი, შენს სიყვარულს ვერ დაიტევს?..კი, დატევს და დიდხანს, ძალიან დიდხანს შეინახავს... ალბათ, სიკვდილამდე... გულს ვიძლევი, უსასყიდლოდ გაჩუქებ... არ გინდა?"
ასეთ ფიქრებში იყო, როცა გულმა ვეღარ გაუძლო და მისმა ცრემლებმა უფრო ინტენსიურად დაიწყო დენა. მართლაც, ჩვენი გული მოწმეა ზოგჯერ სიხარულისა, უმეტესად ტკივილისა დიდი ტკივილისა. როცა ის ამდენ დარდს ვეღარ უმკლავდება, ეს ტკივილი გზას თვალებისკენ პოულობს და ცრემლად გადმოიღვრება, გადმოცვივდებიან თვალებიდან და მიუყვებიან გზას. თითქოს უხარიათ თავისუფლება და გაბრწყინებულნი არიან, როგორც მზე ზაფხულისა. ბრწყინავენ მაგრამ ეს ბრწყინვალება ჩვენი ტკივილია.. ჩვენი გულის ტკივილი...
კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 1156 | დაამატა: admin | რეიტინგი: 4.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]