მთავარი » 2011 იანვარი 6 » :*kiki (love)
9:58 PM :*kiki (love) | |
ნუ გაათეთრებ ფიჭებივით მიჯრილ სტრიქონებს, კალმახებივით ამოყარე წყლიდან ბწკარები, ჯერ ახდენილი სიყვარული გამოიგონე, მერე იმღერე რექვიემი გარდაცვალების… ნუ დააჩოქებ წყაროს პირთან წახრილ ძველ ოდას, ნაწისქვილარიც ხომ ეყოფა ერცახე სოფელს; მოდი, ნიკორა გადააბი ვაშლის ჩეროდან და ნედლი სარი ჩაამატე შქერის ძველ ღობეს. ნუ მოანატრებ პირჯვრის წერას ამ ეკლესიას, მერე რა, თუკი გუმბათიდან ცა გიმზერს ლურჯი; ეს ხავსლოდება სასაფლაო შენი ფესვია და მუხებს უჭირთ საფლავებთან დუმილი, უჭირთ! ნუ დაუმალავ "აი-იას” ნინოს და ცოტნეს, ნუ დაუფარავ, ნუ, "ჩაკრულოს”, დათოს, მარიამს, უდედაენოდ ვერ გახდება "ყველაფრის მცოდნე”, დედის რძესავით_ ამ სიმღერებს_ სულ სხვა მადლი აქვთ. დღეს თბილისიდან ბათუმამდე სტვენით მიდიან… თუმც სოხუმიდან თბილისამდე ხიდია ბეწვის… თუ შენ ვერ ხედავ, ან, ხედავ და ფეხზე გკიდია, ამ ჩემს მტკივან გულს დაუჯერე, მხრამდე რომ მეწვის: ნუ დააჩოქებ წყაროს პირთან წახრილ ძველ ოდას, (ღმერთმა ნუ ქნას, რომ ხვალ ამ სტროფებს დაედოს ფასი!) ისე იმღერე, წინაპარი როგორც მღეროდა და ვაზისძირა-დაღვლარჭნილი ბილიკით გასწი!!! | |
|
სულ კომენტარები: 1 | |
| |