მთავარი » 2011 » ივნისი » 7 » ლამაზ სიკვდილებს
10:08 PM
ლამაზ სიკვდილებს

ლამაზ სიკვდილებს
ვით უკვდავების შემამკობელი
მძიმე სიცოცხლის მსუბუქ გვირგვინი
როგორც იმედი უკანასკნელი
მე შენში ვპოვე ჩემი სიკვდილი

შენს ნათელ სახეს,შენს ნეტარ თვალებს
და შენს ბაგეზე მქროლავ ღიმილებს,
ასე საამოდ სულს რომ მიწვალებს,
მე– მათ ვამსგავსებ "ლამაზ სიკვდილებს".

დაე სულს ტანჯულს–ნაზი სიკვდილის
შენი ხატება მარად ახსოვდეს.–
სიკვდილი ასე მაცოცხლებელი,
ო,არ ყოფილა ჯერ არასოდეს!

დაე თუნდ მოვკვდე მათგან უწყალოდ,
ვერ შემაშინებს მათი მშვენება!–
მე მეშინია იმ ურწმუნობის
"ლამაზ სიკვდილებს" რომ ემტერება...
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 957 | დაამატა: Alone-Loney | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]