მთავარი » 2011 » იანვარი » 3 » ლექსის წერა ტკივილია გულის,..
9:31 AM
ლექსის წერა ტკივილია გულის,..

 ლექსის წერა ტკივილია გულის,

მაშინ იწყებს გული ტკივილს
როცა მოვა ნატეხები ქარვის...
ეშინია ამ ლექს წარსულის და მომავალის...
ეშინია კიდევ ერთხელ დაობლდეს და აქვითინდეს...

აწუხებენ ჭორიკანთა გუნდი ამ ლექსს..

სულ მარტოა,უსიცოცხლო ამ დღეს,
არ ვის უყვარს,არ ვინ იტყვის
ცისარტყელას მასზე..
ის იციან როდის რა თქვან
უყვავილო რამე...

დრო გადის და ლექსი იფერფლება,დნება..
დაიღალა ყალბი სახეების უმიზნოდ ამ დევნას..
დაიღალა ლექსი,დაბერდა და კვლავ ატირდა..
ის მეტია სხვაზე,გულითა და სულით ახლაც..
ის იმედობს გახსენება უწერია ალბათ..

ლექსი ყვირის,უსიცოცხლოდ ყვირის,როგორც გადნა..

ვერვინ ხედავს,არვინ უსმენს..მხოლოდ უყვართ ყალბი სტვენა
უყვართ მისი დამარცხება,უსაბუთო ღელვა..
ყველა იტყვის მოხუც ლექსზე:დაბერდა და აღარ ვარგა..

რა იციან გუნდმა ბევრმა-რას ღელავს და ამბობს ყველა..
ლექსი უწყლოდ განახევრდა..
აღარ უნდა ხალხის ცქერა..
განმარტოვდა მარტო უცბად..
ის ფიქრობს და ელოდება უფალს..

მზე სწყურია,ზამთარში კი ვარდი უნდა..
აბრწყინდება გულში ნაზად..
ის ლექსია,უყვავილოდ რომ აგაფრენთ ხვალაც...
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 1180 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]