მთავარი » 2011 აპრილი 2 » Love ლექსები სიყვარულზე
5:13 PM Love ლექსები სიყვარულზე | |
მე სულ მეგონა არ ვიყავი ჩვეულებრივი, არავინ მგავდა თუ არავის არ ვგავდი.. ვეძებდი რაღაც სასწაულს და არარსებულს, და შენ უბრალოს და ჩვეულებრივს თურმე გკარგავდი… **** სულ მელანდები და ვერ ვხვდები რა მემართება, რად ამედევნა აჩრდილივით შენზე ფიქრები... იქნებ ღიმილი, მწველი მზერა, ხმა მენატრება, ალბათ მჭირდები, უსაშველოდ, ძლიერ მჭირდები! ციურ ფერებში დავინახე შენი ხატება, მსურდა ოცნებით ღრუბლებს ზევით გამოვყოლოდი... ჩვენს სურვილებში ვერ ვიპოვე რამე მსგავსება და აქ, მიწაზე უიმედოდ, მაინც გელოდი... დრო გადიოდა, მე გელოდი, ისევ გელოდი, დღეთა დინებამ ვერ წაშალა ძველი ფიქრები... როგორ მინდოდა წუთით მაინც გვერდზე მყოლოდი... მჭირდები კარგო, ტკივილამდე, ძლიერ მჭირდები! ***** მითხარი რამე, თორემ მე გეტყვი, რა უფეროა უშენო დღე და რა წყეული უშენო ღამე, მითხარი რამე! მითხარი რამე, თორემ მე გეტყვი, როგორ ვივიწყებ შენეულ წყენას, როგორ ვიტკიებ უშენო წამებს, მითხარი რამე! მითხარი რამე, თორემ მე გეტყვი, როგორ გიცდიდი, როგორ გელოდი, როგორ ვიცრემლე, როგორ ვეწამე, მითხარი რამე! მითხარი რამე, თორემ სულ მალე, დაგავიწყდები, მითხარი რამე **** სანთელი იწვის სანთელი იწვის, სანთელი დნება, ჩემი ფიქრები უკვალოდ ქრება, ნაღველი ისევ ჩემს გულში რჩება და ეს ოცნებაც კვლავ ქარს მიჰყვება. სანთელი დნება და ფიქრი რჩება, სიქუმე დგება და ღამე კრთება, ღამის წყვდიადში ცა იძირება და ეს ოცნება უსიტყვოდ კვდება **** მინდა ჩაგიხუტო მაგრად, მინდა რაღაც გითხრა ყურში, მაგრამ მე უშენოდ ვდგავარ და შენს ნაფეხურებს ვკოცნი. ისევ მომენატრე ძლიერ, ისევ ამედევნე ფიქრად ჩუმად გელოდები მაგრამ, ვაი რომ ვერ გხედავ სიზმრად. ვიცი უშენობა მომკლავს, ვიცი დავიღვრები ცრემლად, მე შენს ნაფეხურებს ვკოცნი და ფიქრებს მოვყავარ შენთან ****** ცოდვილ მიწაზე ჩემი სურვილი რომ ყოფილიყო, ფეხს არ დავდგავდი ცოდვილ მიწაზე. არ გავჩნდებოდი, არ ვიცხოვრებდი, არ ვისუნთქებდი, დღეს ამ მიწაზე. მაგრამ განგებამ, ასე ინება და მე აქა ვარ, დღეს ამ მიწაზე, უსიყვარულოდ და უიმედოდ, დავეხეტები ცალი მიწაზე. ღმერთო ძლიერო, შენ შეისმინე, ჩემი ვედრება, დრეს ამ მიწაზე. ნუ მიმატოვებ,უსიყვარულოდ და უიმედოდ, ცალს ამ მიწაზე მარტო დამტოვა მე დღეს ცხოვრებამ, მატოს დამადგა მძიმე უღელი, მარტოს მაწვალებს გადასარჩენად, მარტო ვდგევარ და ვინმეს მოველი. რატომ გამწირა ასე ცხოვრებამ?! რატომ დამტოვა მარტო, ეული?! რატომ არ მომცა მე სიყვარული, რომ გამიმთელოს გული სნეული?! გაივლის წლები, დრო შეიცვლება, მარტო დავრჩები, ისევ წყეული. ასე ყოფილა ეს ბედისწერა, უნდა დამტოვოს მუდამ ეული..........." ***** დღე, დღეს მისდევს ღამე, ღამეს, ფიქრი, ფიქრს და წამი წამს. თვალზე ცრემლი მომადგება ფიქრი შენსკენ წამიყვანს, ღმერთს ვავედრებ ჩვენს სიყვარულს, გული ჩუმად ატირდა, ამ სიყვარულს გეფიცები მე შენს მეტი არვინ მყავს, ჩუმად ისევ მოვალ შენთან სიზმრრად გეტყვი მიყვარხარ მერე ჩუმად გაგეცლები. და შენ მე ვეღარ მნახავ ვიცი ალბათ ოდეს გნახავ, ოდეს ისევ შევხვდებით, შენ კი გვერძე ჩამიქრომებ. და არც კი შეჩერდები რადგან შენს გულს სულ სხვა უყვარს და უკვე სულ სხვას ეტრფი მე კი შენ არც გახსოვარ და აღარც გესიზმრები.
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |