მთავარი » 2011 მაისი 28 » მე არ მითხოვია
11:53 AM მე არ მითხოვია | |
" მე არ მითხოვია შენთვის სიყვარული,
მე არ მითხოვია შენთვის შებრალება, მე ბედნიერი ვარ ჩემი სიყვარულით, შენ კი არაფერს გთხოვ არ მსურს მოწყალება, მე ბედნიერი ვარ შენი ხმა რომ მესმის, მე ბედნიერი ვარ შენ ერთს როცა გხედავ, მე ბედნიერი ვარ, ჩუმად ვიტანჯები და მეტს არაფერს გთხოვ, არ მსურს მოწყალება ასე ჩუმად! ძლიერ, მუდამ მეყვარები შენზე ლოცვით ალბად, სულიც ამომხდება, და მაინც, მაინც არაფერს გთხოვ არ მსურს! არ მსურს! გესმის?! არ მსურს მოწყალება ******* ფიქრმა როგორ შეძლოს გადარჩენა ჩემი, იძირება ზღვაში მტრედისფერი გემი. აღარაფერს ვნანობ, აღარავის ველი.. კი არ ვტირი, ისე... ჩემებურად ვმღერი. ბილიკ-ბილიკ ნავალს ამერია გზები.. იქნებ მომატყუეს, იქნებ ისევ ვცდები.. აღარ შემრჩა ძალა, აღარაფერს ვდარდობ, არ გეძახი, ისე... ჩემებურად გნატრობ.. ღამისფერი ნისლი დაეფარა თვალებს და მიხურავს ქარი ჯერ არ გახსნილ კარებს.. ********** არ მიგატოვებო, სულ შენთან ვიქნებიო, მპირდებოდი ხელს მოგკიდებ და აღარ გაგიშვებო, მპირდებოდი ვიცი, გეშინია მარტო ყოფნაო და არასოდეს გაგრძნობინებ მარტოობასო, გპირდებიო მპირდებოდი... რამდენ რამეს მპირდებოდი...არასოდეს მოიწყენო, ვერ ვიტან შენს მოწყნასო მეუბნებოდი თან მკოცნიდი, არასოდეს მოგანატრებ ამკოცნასო, მპირდებოდი მიხუტებდი და სითბოს არასოდეს მოგაკლებომეფიცებოდი...... მეფიცებოდი, მაგრამ ვიყინები ახლა უნამუსოვ, როგორ მპირდებოდი და როგორ მომატყუე ჯერ კიდევ ვერ გპატიობ მაგ ღალატს სულ მარტო როგორ დამტოვე?ვერ გიტან საზიზღარო მოღალატევ, არადა არასოდეს გიღალატებო, მპირდებოდი... ********** მან მიატოვა პატარა გოგონა, მერე მოვიდა მითხრა, შენ მიყვარხარო და შენთან ერთად, ბედნიერება მინდა. მე კი პასუხად არა ვუთხარი,რადგან ვერ ვიტან იმ ვაჟს. ახლა გაიგებს თუ როგორია რომ მიგატოვებს ვიღაც. უცებ შეებრალა პატარა გოგონა, სასწრაფოს ეძებს ბინას, იქ კი ეტყვიან რომ იმ გოგონას ახლა საფლავში სძინავს. ბიჭს მოეძალა ცუდი ფიქრები ვეღარ მიმხვდარა რა ქნას, მიდის საფლავთან სიმწრით გულზე მუშტით დააყრის მიწას. -ნუთუ ძვირფასო ჩემი ბრალია,რომ მიგაბარეს მიწას? ახლა ცოცხალი დავიარები,მაგრამ მკვდარი მაქვს გული, გთხოვთ არასოდეს არ მიატოვოთ,ქალის სათუთი სული... ************** იცი? - შენთან იოლია სუნთქვა და იცი? შენთან იოლია ყოფნა... ალალია შენთვის ჩუმად ნათქვამი "მომენატრე, ნეტა როდის მოხვალ?" იცი? თითქოს დღეს სხვაგვარად დაღამდა და სხვაგვარად მომეპარა ღამე... და სანამ ძილს უმკლავდება თვალები დაგიწერო ჩემო, მინდა რამე.. და სიზმარში მოგეპარო მალულად არ მელი და არ მიცქერი როცა.. დავიხარო ფრთხილად, ღამე მოსხმულმა ტუჩის ბოლოს დაგიტოვო კოცნა იცი? შენთან გასაოცრად ვიღიმი მენატრები, გეძახი და გიცდი მინდა ერთხელ ჩაგეხუტო ისევ და... ყურთან გითხრა, გიჩურჩულო... იცი? ************* არა!ნუ წახვალ! მე ვერ ავიტან უშენობას,მე ვერ ავიტან, გოლგოთის მთაზე სიყვარულის უღელს ავიტან. ოღონდ ნუ წახვალ,ნუ დამტოვებ განცდების ტყეში, შენთან სიშორეს,ერთაობას მე ვერ ავიტან, მე ვერ ავიტან სიმარტოვის მოსვლას თავიდან, ოღონდაც დარჩი,სამსხვერპლოზე ჩემს გულს ავიტან, ოღონდ ნუ წახვალ,ნუ დამტოვებ ცრემლების თქეშში, განმხოლოებას,განშორებას მე ვერ ავიტან, მე ვერ ავიტან დაკენტებას წუთით,წამითაც, ვეღარ გამოვალ უშენობის შავი ღამიდან. დავიკარგები მარტოობის დახლართულ გზებში, გიჟურ სურვილს და მონატრებას ვერ გადავიტან, არა,ნუ წახვალ!..უშენობას მე ვერ ავიტან. *************** თუ გინდა რომ მიპოვო და შემიგრძნო, შორს ნუ მეძებ! მანდვე ვარ... შენს გულში.. გინდა ჩემს გულისცემას მოუსმინო? საკუთარ გულზე დაიდე ხელი, შენი გულისცემა ჩემი გულისცემაა... როცა ერთმანეთზე ვფიქრობთ, გული ერთნაირად გვიცემს... ასე რომ, დაიდე გულზე ხელი და გაიგონებ ჩემს გულისცემას... ხომ ხედავ, რა ახლოს ვართ ერთმანეთთან, აქვე მყავხარ გულში, შენი ტარებაც კი შემიძლია, გამუდმებით თან დამყავხარ ყველგან, ჩვენ სულ ერთად ვართ. დაფიქრდი განა ასე არ არის? განა სულ ჩემთან არ ხარ ფიქრებით? მე შენ გული მოგპარე, ჩემი გული კი შენ გაქვს, სიყვარულისთვის ესაა მთავარი *********** იცრუო, უფრო ადვილია, __სიმართლის თქმაა ძნელი, ილაპარაკო ადვილია, __აღსარებაა ძნელი, შეცდომა დაუშვა, ადვილია, __გამოსწორებაა ძნელი, გული მატკინო, ადვილია, __მოფერებაა ძნელი; ჩემი მოსმენაც ადვილია, __გაგება, ცოტა ძნელი, რაღაც გამახსენო ადვილია __რაღაც დამავიწყო, ძნელი, კითხვებით შემაწუხო ადვილია, __წარსულზე ფიქრია ძნელი; ჩემს ღალატს რა უნდა,ადვილია __ერთგულებაა ძნელი, უკან დახევა ადვილია __წინ წასვლა ცოტა ძნელი, ჩემზე უარის თქმა ადვილია, __პოვნაა მერე ძნელი, ჩემი დავიწყებაც ადვილია, __მონატრებაა ძნელი, ჩემი სიკვდილიც ადვილია, __მაცოცხლო ესაა ძნელი... ************ მჭირდები... ვხვდები უშენოდ ვგიჟდები, დროც გადის დაუნდობელი, და მე ჭკუიდან ვიშლები. მჭირდები... ვხედავ გზას როგორ მიჰყვები, და ამ უაზრო ფიქრებით, შენს მოლოდინში ვიქნები. მჭირდები... მორჩა, მე აღარ ვიბნევი, მაგრამ ეს ბნელი ქუჩები, გაურკვეველი სიზმრები. მჭირდები... ხიდის კიდეზე ვირხევი, მზის ჩამავალი სხივები, უკიდეგანო ნისლები. მჭირდები.... **************** ასე მალე ეს დღეებიც დამთავრდება, ვეღარ გნახავ, უშენობით დავიღლები, ოხ რამდენჯერ ვცადე შენი დავიწყება, მაგრამ უფრო დაჟინებით მენატრები. მომენატრა შენთან წყნარი საუბარი, მაგ ტუჩების ოდნავ წყნარი გაღიმება. იცი რას გთხოვ? ოღონდ გული გამიყავი და სიცოცხლე ამით უფრო გამიტკბება. განშორებით რა ვქნა თუ ვერ დაგივიწყე? რა ვქნა ამ გულს ვერაფერი მოვუხერხე. ასე დიდი სიყვარული რომ მასწავლე, გევედრები დავიწყებაც შემასწავლე. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |