მთავარი » 2010 დეკემბერი 25 » მექალთანე–ძლლიერია თუ სუსტი
2:04 PM მექალთანე–ძლლიერია თუ სუსტი | |
სპეციალისტებს დაუდგენიათ, ჩვეულებრივ მამაკაცს ცხოვრების განმავლობაში 7 პარტნიორი ჰყავსო (მეუღლე, 3-4 შემთხვევითი კავშირი, 2-3 შედარებით ხანგრძლივი რომანი). ვინც ამ ფარგლებს გააფართოვებს და მაჩვენებლებს შეცვლის - უკვე მექალთანეა. მეცნიერებაში ამ მოვლენას, როგორც ცნობილია, დონ ჟუანის სინდრომს უწოდებენ. კვლევა აჩვენებს, რომ იმ ადამიანების 75%, რომელთაც ჩვეულებრივ, ცხოვრებაში მექალთანე-მოღალატედ აღიქვამენ - მარტოხელა მშრომელი დედების შვილები არიან. ქალი რომელიც მეუღლის მხარდაჭერას მოკლებულია, უფრო ხშირად იმპულსურია, არათანმიმდევრული და ბავშვის მიმართ ზედმეტად მომთხოვნი. ხანდახან ის პატარას ერთგვარ მჩაგვრელადაც გამოიყურება და თანდათან ბიჭში (ხანდახან გაუცნობიერებელი, თუმცა, სამწუხაროდ, გაცნობიერებულიც) ქალის შიში და მისი ძალაუფლების მიმართ პროტესტი ისახება. - ხომ შეიძლება, მექალთანეობის მიზეზი ბავშვობაში კი არა, ახალი შთაბეჭდილებებისკენ ლტოლვაში იყოს, ან სქესობრივი ჰორმონის სიჭარბეში? - ამერიკელი მეცნიერები ამის დასადგენად კვლევებს ატარებდნენ და ბოლოს აღმოაჩინეს, რომ სექსუალურობის დონე მექალთანეში და ჩვეულებრივ, საშუალოსტატისტიკურ მამაკაცში ერთნაირია. ჰორმონები აქ არაფერ შუაშია, განმსაზღვრელი თვითდამკვიდრების სურვილია - მორიგი გამარჯვება, გამარჯვება ქალზე, ახალი სიმაღლის მიღწევა. თანაც, ხშირად ერთდროულად ორი ქალის დამცირებაც ხერხდება: ერთი მხრივ - მისი, ვინც დანებდა ისე, რომ მისი ცოლი არ იყო, და მეორე მხრივ - ცოლის, რომელიც მოტყუებულია. ეს თვითდამკვიდრების ძალიან ადვილი გზაა, ამიტომ ამ გზაზე ერთხელ დამდგარი მამაკაცი მერე იშვიათად თუ გადაუხვევს ხოლმე. - თავად მოღალატეები როგორ ხსნიან ასეთ საქციელს? - პატიოსნად და გულწრფელად თვითდამკვიდრების წყურვილზე, ანუ ქცევის რეალურ მოტივზე იშვიათად თუ ვინმე ლაპარაკობს. შესაბამისად, მათი „ლეგენდების" მიხედვით მექალთანეებს სამ ტიპად ყოფენ. პირველნი ამტკიცებენ, რომ ქალის სიყვარული ამოძრავებთ. მეორენი საკუთარ თავს „მარადიულ მსხვერპლად" წარმოაჩენენ და საყვარლებს გაუთავებელ ისტორიებს უყვებიან იმაზე, როგორ ტკენს გულს ცოლი. მესამე კატეგორიის მექალთანე საკუთარ თავს ჰიპერსექსუალურად თვლის და ახალ-ახალი გამარჯვებისთვის ირჯება. რომ ჰკითხო, რატომ და რისთვისო, ამაყად გეტყვის: „ფორმაში რომ ვიყო", ან „თავი ნორმალურად რომ ვიგრძნოო". პირველ ორ კატეგორიას სპეციალისტები ნორმიდან უმნიშვნელო გადახრად მიიჩნევენ. ხოლო მესამე, მეცნიერებაში კაზანოვას სინდრომად ცნობილი, უკვე სერიოზული პათოლოგიაა. სამედიცინო თვალსაზრისით არცერთი მათგანის ფსიქოპათად სახელდება არ შეიძლება, მაგრამ დროთა განმავლობაში სამივე ტიპს სექსოგოლიკებად ჩამოყალიბება ემუქრება, რაც უკვე ძალიან სერიოზული პრობლემაა. - რატომღა ქორწინდებიან ხოლმე? - მათი დიდ ნაწილს ესმის, რომ შემზღუდველი ფაქტორის არარსებობის შემთხვევაში, ასეთი გატაცება დაღუპავს. ამას გარდა, ქალების წინააღმდეგ „საომარი მოქმედებების" დაგეგმვა და განხოციელება გაცილებით მოსახერხებელია მაშინ, როცა „მყუდრო სავანე" გაქვს. და ბოლოს, მექალთანეს სურს, სხვას ჰგავდეს და მაინცდამაინც არ გამოირჩეოდეს. ერთი პაციენტი იყო: 5 წლიანი ოჯახური ცხოვრების მანძილზე 60 საყვარლის ყოლა მოახერხა. რამდენიმეჯერ ცოლი ვენერიული დაავადებითაც „დააჯილდოვა"... და როცა ჰკითხეს, რატომ არ სურს მარტო ცხოვრება, ოჯახის გარეშე, გულწრფელად აღშფოთდა: „რას ამბობთ, ექიმო! უოჯახოდ როგორ ვიქნებიო?!" - უმრავლესობა ვფიქრობთ, რომ თუ მამაკაცმა თავისუფლება იგრძნო და მის ნებაზე მიუშვი... - რა თქმა უნდა, მამაკაცები ბუნებით არიან პოლიგამიურები. სტატისტიკის თანახმად დაოჯახებული მამაკაცების 76%-ს (სხვადასხვა ქვეყანაში,შესაძლოა, მაჩვენებელი ოდნავ შეიცვალს) საყვარელი ჰყავს ან ხანმოკლე ურთიერთობებს აბამს. მაგრამ ამათგან ყველა როდი ხდება მექალთანე. და რომ არ ხდება, ამასაც აქვს მიზეზი: პირველი (ეთიკური) - უხერხულია ცოლთან, უსიამოვნოა ტყუილი; მეორე (ეკონომიკური) - ხარჯია: დროებითი საცხოვრებელი, ყვავილები, საჩუქრები, სასმელი თუ ყავა... ისე როგორ მოიპოვებ ქალის გულს?! ოჯახურ ბიუჯეტში საამისო თანხა კი ყველას არ ეგულება. - დიდი ადამიანებიდან ვინ გამოირჩა ამ ასპარეზზე? - უფრო ადვილი სათქმელია, ვინ არ იყო მექალთანე. საერთოდ, მსოფლიო მასშტაბით დიდებულ ადამიანებში უფრო მეტი იყო მექალთანე, ვიდრე ჩვეულებრივ მოკვდავებში. ქალებზე ძალაუფლების მოპოვება ხომ არც ისე იშვიათად თანხმდება შემოქმედებასთან. ასეთი ადამიანების მიმართ ხალხი მაინცდამაინც მკაცრი არ არის. ცნობილი ამბავია: საზოგადოებისთვის „უბრალო მუშა, რომელსაც ღვინო, ბანქო და ქალები უყვარს - ასოციალური ელემენტია; ღვინის, ბანქოსა და ქალების მოყვარული მენეჯერი - ადამიანია სისუსტეებით; მსოფლიო მასშტაბის მეცნიერი კი, რომელსაც მათსავით უყვარს ღვინო, ბანქო და ქალები - უბრალოდ, სიცოცხლისმოყვარე ადამიანი". - თქვენი აზრით, შეუძლია მექალთანეს კარგი მეოჯახე იყოს? - ეს დიდადაა დამოკიდებული ცოლზე. თუ ჭკვიანურად მოიქცევა, მექალთანე ქმარი იდეალური პარტნიორი იქნება... უბედურება ისაა, რომ ნაცნობობის დასაწყის სტადიაში მათი ცნობა პრაქტიკულად შეუძლებელია იმიტომ, რომ ისინი კარგი არტისტები არიან და გარშემომყოფებში საუკეთესო შთაბეჭდილებას ტოვებენ. ზოგი ქალი მათ გვერდით, მხარდამხარ წლობით ცხოვრობს და მაინც ვერ ხვდება, რომ ბევრი ოჯახური უბედურების მიზეზი - მეუღლის ფსიქოტიპშია. მექალთანის ცოლისთვის სჯობს: • პირველ რიგში, იყოს მომთმენი და მშვიდი. ძალიან ხშირად მექალთანე „ტრუდოგოლიკია" და თუ 12-14 საათი მუშაობს, ხშირი ზარებით თავი არ უნდა მოაბეზროს. • მეორე, რეკომენდებულია, ქმრით გამუდმებული აღფრთოვანება და ამის გამოხატვა. მისი განსაკუთრებულობისა და ღირსებების ხაზგასმა და გაკეთებული კარგი საქმისთვის • მესამეც - ასეთი კაცის საყვარელ ქალს ფანტაზია არ უნდა აკლდეს, პირიქით, წარმოსახვის უნარი უნდა გააძლიეროს, ყოველ დღე და ყოველ ჯერზე თუ - არა, ხშირად ეცადოს, განსხვავებული კუთხით წარმოაჩინოს თავი და მეტამორფოზები მისი ცხოვრების საყვარელი თანამგზავრი უნდა გახდე | |
|
სულ კომენტარები: 0 | |