მთავარი » 2011 » ივნისი » 10 » მეშინია…
2:47 PM
მეშინია…
მეშინია…
იცი როგორ მეშინიაი
საკუთარი თავის მეშინია… მცივა…
ეხლა ვიგრძენი, რომ თურმე, ძალიან ცივა…
სიცივემ ტანში დამიარა და შემაცია… სულმთლად ვკანკალებ…
მინდა ავდგე, ნაბიჯი გადავდგა, მაგრამ… რამდენჯერაც დავაპირე, უხილავი ძალა უკან მაგდებს…
ცუდად ვარ…. მეშინია…
ცხოვრების მეშინია, მეშინია რომ დაგკარგავ….
რომ ვერასოდეს ვეღარ გნახავ და შეიძლება ეს დღე უკანასკნელი იყოს…
ეს ისე მაშინებს, რომ… ალბათ გავგიჟდები…
ეხლა, რომ ვერ ავდგე, შეიძლება მართლა გავგიჟდე… შეიძლება შიშისგან გავგიჟდე შენი დაკარგვის გიჟური შიშისგან… ისევ ვიწევი… მაგრამ ამაოდ….
რა საშინელებაა, როცა გინდა წამოდგე და სწორედ მაშინ ვერ დგები… მაშინ არ გემორჩილება გონება…
არადა გადავწვიტე, მკლავები მოგხვიო… გულში ჩაგიხუტო და არასოდეს, არასოდეს არ გაგიშვა… მაგრამ არ შემიძლია, რადგან ამის ძალა არ მაქვს…
მეშინია…
კატეგორია: ჩანახატები | ნანახია: 856 | დაამატა: Alone-Loney | რეიტინგი: 3.7/3
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]