მთავარი » 2011 ივნისი 10 » მოდა
8:07 PM მოდა | |
Zara - ერთ-ერთი ცნობილი ბრენდი, რომელიც ყოველთვის მოდურ და ტენდენციურ კოლექციებს ქმნის ნებისმიერი ასაკის მსურველებისთვის, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებისთვის.იქნება მათი სტილი კლასიკური თუ თანამედროვე, ზარა ყველას სურვლის ნამდვილად აკმაყოფილებს. გავეცნოთ მის კოლექციებს, რომლებიც გათვლილია თინეიჯერი გოგონებისა და ბიჭებისთვის, ასევე პატარა ბავშვებისთვის და საქმიანი ქალბატონებისა და მამაკაცებისთვისაც. ვნახოთ თუ რა ძირითად ტენდენციებს გვთავაზობს ზარა თავის სეზონურ ლუქბუქებში. (გაზაფხული/ზაფხული 2011 lookbooks) ლუქბუქი თინეიჯერი გოგონებისთვის ზარამ ამ შემთხვევაში ერთი შეხედვით უბრალო, თუმცა ამავდროულად საოცრად მოდური კოლექცია შემოგვთავაზა, რომელიც ნამდვილად მისაღები უნდა იყოს თინეიჯერი გოგონასთვის. ამ ლუქბუქში აქტუალურია ჯინსის შორტები და ღია, სადა ტონალობები. ხოლო ის ტენდენცია რომელიც ფერების თამამ შეხამებას უკავშირდება ზარამ აქსესუარებში უფრო განავრცო და სამაჯურები თუ ქამრები ჭრელ, პასტელურ ფერებში შემოგვთავაზა. ასევე არ იყო დავიწყებული ყვავილოვანი პრინტიც, რომელსაც სხვადასხვა ორნამენტებიც ამშვენებდა. ეს ყველაფერი კი მაისურებზე, პერანგებზე ან ულამაზეს სარაფნებზე იყო გადატანილი. ეს რაც შეეხებოდა უბრალო, ქანთრი სტილის მოყვარულ გოგონას, ახლა კი ზარამ ფერადი კაბებიც წარგვიდგინა მაისის თვის ლუქბუქით. ეს კაბები ნამდვილად შეიძლება გამოიყენოთ როგორც ყოველდღიურად, ისე გამოსასვლელად. ზარამ თინეიჯერ გოგონას ამ შემთხვევაშიც "არ დაუკარგა" მისი თინეიჯერობა და კაბებთან შეუხამა წარწერებიანი მაისურები ( "Bad", "Let Me Ride" და ა.შ.) ბოლოს კი თინეიჯერ გოგონას დახვეწილი, ნაზი კაბები შესთავაზა. კაბები ერთ ფერშიც იყო გადაწყვეტილი და ღია ტონალობაც ჰქონდა შეხამებული, თუმცა იყო ისეთებიც რომლებზეც აქცენტი მხოლოდ ყვავილოვან პრინტს დაეთმო. კაბების გასამდიდრებლად ზარამ აქსესუარი-ქამარი გამოიყენა. ლუქბუქი ქალბატონებისთვის ზარას მაისის თვის ლუქბუქი, რომელიც ქალბატონებისთვისაა გათვლილი გვთავაზობს დახვეწილ სტილს. პერანგები, მაღალ წელიანი კაბები, ფართო შარვლები - სწორედ ასეთ სამოსს გვთავაზობს ზარა ამ ლუქბუქში. რაც შეეხება ქსოვილის გასაფორმებელ დეტალებს; გამოყენებული იყო ორიგინალური,უცხო ორნამენტები და გრაფიკული პრინტი ლუქბუქები თინეიჯერი ბიჭებისთვის ამ ლუქბუქში ზარამ ღია ფერის ჯინსის სამოსი წარმოგვიდგინა, ხოლო ზოლებიანი და მეზღვაურის სტილის მაისურები ბიჭებსაც მოარგო. აქტუალური იყო ქუდებიც. ასევე წარმოგვიდგინა რამდენიმე, თუმცა უცნაური და განსხვავებული სტილის მაისურები, რომლებსაც ეხატა მაგალითად ლედი გაგას ალბომის ყდა და ასე შემდეგ.. ლუქბუქი მამაკაცებისთვის მათ ვისაც კლასიკური სტილი მოწონს, თანამედროვე ელემენტებითა და მოდური ტენდენციებით მაშინ ეს კოლექცია სწორედ მისთვისაა. აქ კლასიკურ სტილთან შეხამებულია თანამედროვე პიჯაკები, მაისურები, აქსესუარები. ლუქბუქები ბავშვებისთვის პატარა გოგონებისთვის ზარამ ფერადი და ნაზი ფერები შემოგვთავაზა, ნეონის ფერები, ღია ფერის ჯინსი და ჭრელი აქსესუარები ნამდვილად ყველაზე ტენდენციურია. წარმოდგენილი იყო ძალიან ლამაზი ქუდები, ზედები, კაბები. პატარა საათები და ყველაზე მოდური სათვალეები... პატარა ბიჭებისთვის კი ნამდვილად შემოგვტავაზეს მოდურთან ერთად ისეთი კომფორტული კოლექციები, რომლის ტარებაც ბავშვებს არც სკოლაში და არც ყოველდღიურად გაუჭირდებათ. თავისუფალი შარვლები, მაისურები და კლასიკური სტილის პიჯაკები ნამდვილად მოდურია ამ ასაკის ბავშვებისთვის.. | |
|
სულ კომენტარები: 1 | |
| |