მთავარი »
2010 » დეკემბერი » 26 » მონატრება
|
შენ ვერ წარმოიდგენ რა ვიგრძენი,როდესაც ტელეფონის ხმა გავიგე და შენი სურათი დაეხატა ზედ.ემოციისგან მუხლები მომეკეცა ძლივს დავწვდი მობილურს და ამ ქვეყნედ უბედნიერეს ქალად ვიგრძენი თავი შენი ხმა რომ ჩამესმა.დღენახევარი გავიდა განა მეტი უშენოდ,მაგრამ დრო უსაშველოდ გაიწელა,წუთები საუკუნეებად იქცა.თითქოს მთელი ცხოვრება გავიდა რაც მომწერე.იცი?გაგეცინება ალბათ და იმ კოღოსი საშინლად შემშურდა ტუჩზე რომ გიკბინა.როგორ მომენატრე იცი?ერთი წამითაც რომ გნახო რას არ გავიღებდი.ოცნებებში და ფიქრებში სულ ჩემთან ხარ.თუმცა ცხოვრება უფერული გახდა.მივდივარ ჩემთვის...ჩემს ფიქრებში ჩაძირული... შეყვარებულ წყვილს რომ ვხედავ ერთად ანთებული თვალებით,გულდათუთქული ვაგრძელებ გზას.ყველა წვრილმანი შენს თავს მახსენებს.ყველაში და ყველაფერში შენ გხედავ.მენატრები ჩემი ბუსუნა;ტკივილამდე მენატრები
|
კატეგორია: ისტორიები |
ნანახია: 955 |
დაამატა: admin
| რეიტინგი: 5.0/1 |
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[
რეგისტრაცია |
შესვლა ]