მთავარი » 2010 დეკემბერი 27 » ნესტანის იავნანა.
9:20 PM ნესტანის იავნანა. | |
ნესტანის იავნანა. დროის გაყვანის სტოკატოები და უთავბილო სერენადები, ...ვინმეს,ოდესმე, მოაგონდები? ოდესმე, ვინმეს, გაახსენდები?... თაობებს ზრდიდნენ შენს სიყვარულზე. შენთვის მოხტულ ცის სიხარულზე. შენთვის ჩნდებოდა ქვეყნად მაისი და ათენებდა უკუნს აისი. შენ გიმღეროდნენ ნაკადულები, ტყე და ველები მოქარგულები. სევდა ქრებოდა შენს ერთ ღიმილზე, ვით უწმინდური,ბავშის ტირილზე. მზეს გავედრებდნენ მომლოცველები, ცის შენაპირზე შენი მხლებლები. ყველგან,ყოველთვის ამ ცის ქვეშეთში, შენ ერთადერთის მხოლოდ მცველები. გახსოვს,არ გახსოვს სულ არაფერი? ის ნეტარენა იყო რაფერი?! გამოიღვიძე! გამოიღვიძე! და გააღვიძე სუყველაფერი! | |
|
სულ კომენტარები: 0 | |