მთავარი » 2011 ივნისი 10 » ნეტა რა არის პირველი სიყვარული?
3:25 PM ნეტა რა არის პირველი სიყვარული? | |
ნეტა რა არის პირველი სიყვარული? გრძნობა, რომელიც გვართობს და გვხიბლავსი! ნუთუ ორივეი ოჰ, ღმერთო ჩემო, ხვალ გამოცდა მაქვს უსაშინლესი და მეცადინეობის მაგივრად ვზივარ და იმ პირველ სიყვარულზე ვფიქრობ! გული დამიჭრა საზიზღარმა, შხამიანი ისრით. . . საშინლად მტკივა. ვგრძნობ ტკივილს უიმედო ნოსტალგიისას!. . . ბუზღუნებს ჩემი მეორე მე. . . - ხვალ გამოცდა გაქვს, იმეცადინე! - ვიცი! - რომ იცოდე სულელივით არ იჯდებოდი და სხვაზე არ იფიქრებდი! - ვინ სხვაზეი მე ხომ ვმეცადინეობი - გეთანხმები, კითხულობ, წერ, მაგრამ თვალწინ ასოების ნაცვლად ვის ხედავი ფიქრში ვინ გიზისი გამოცდა თუ სიყვარული? - თავი დამანებე! ვმეცადინეობ! - მეცადინეობი ნუ მაცინებიარ გრცხვენიაი იწვი, იფერფლები. . . - თავი დამანებე! ჩემიც მეყოფა! ბუზღუნი მორჩა, გული დამშვიდდა. . . ვაგრძელებ მეცადინეობას. . . . - რას აკეთები - ვფიქრობ! - გამოტყდი! - ჰო! - რაზე ფიქრობი - პირველ სიყვარულზე! - კიდევ მასზე ფიქრობი! - ჰო. . . - რატომი - არ ვიცი. . . - ჰო დაივიწყეი - არ ვიცი. . . . - კიდევ გიყვარსი - არ ვიცი. . . - აბა რაზე ფიქრობი - არ ვიცი. . . - აბა, რა იცი? - არაფერი ვიცი! - კარგი რა! არ შეიძლება ასე! თავს ნუ იტანჯავ! დაივიწყე, როგორც მან დაგივიწყა, შეძელი ეს, როგორც მან შეძლო, გადაიყვარე, როგორც მან გადაგიყვარა, აღარ გაიხსენო, როგორც ის არ გიხსენებს, აღარ იფიქრო, როგორც ის არ ფიქრობს. . . . - არ შემიძლია! ვერ ვივიწყებ! ვერ შევძელი! ვერ გადავიყვარე! არ გახსენებაც ვერ შევძელი! მასზე ფიქრიც ვერ შევწყვიტე!. . . უძლური ვარ. . . - არა, შენ ძალიან ძლიერი ხარ! შენ ბევრი რამე შეგიძლია! შეგიძლია, ოღონდ მოინდომე! შენ ყველაფერი შეგიძლია! - არ შემიძლია, არ შემიძლია! მინდა, მაგრამ არ გამომდის! ყოველთვის, როცა დავიწყება მინდა, მაშინ უნდა მოხდეს ყველაფერი, მაშინ უნდა გამახსენოს ვიღაცამ ან რაღაცამ! რატომი რატომ, ღმერთო ჩემო, რა დავაშავეი - ნუ ნერვიულობ, ნუ ბორგავ, ნუ ბობოქრობ! შენ არაფერი დაგიშავებია. უბრალოდ შეგიყვარდა ის ვინც ვერ დაგაფასა, ვერ მოგიარა, ვერ გაგიფრთხილდა. . . - იქნებ ისევ ვუყვარვარ და . . . - არ გიფიქრია, იქნებ არასოდეს ყვარებიხარი - არა, არა, ის დღეები, ის დაუვიწყარი, ლამაზი სიტყვები, თბილი საუბარი, ყველაფერი ტყუილი იყოი - შეიძლება ტყუილი იყო, შეიძლება! სიამოვნებდა და გამოგიყენა! - არა, არ გამოუყენებივარ, ვიცი! ვიცი! ვიცი! ვუყვარდი! არა, თუ არ ვუყვარდი, მოვწონდი მაინც. ეს ვიცი ნამდვილად! არ არის ისეთი, რომ ამდენი ეაფერისტა! - რა იცი? - ვიცნობ! - იცნობი - ჰო, ვიცნობ! - იცნობი - კი, ვიცნობ! - დარწმუნებული ხარ, რომ იცნობი - ახლა თუ არა, მაშინ ვიცნობდი! მაშინ, ადრე. . . - ხომ ხედავ, შენით აღიარე, ადრე ვიცნობდიო, შეიძლება მაშინაც არ იცნობდი სათანადოდ! - რატომი დიდი დრო იყო ერთმანეთის შესაცნობად! - უცნაური იყოოი! - კი იყო, მაგრამ მაინც ვიცნობდი! - იცნობდი ბავშვს! ახლა დიდა!. . - მართალი ხარ! ბავშვი იყო, ძალიან საყვარელი, პატარა ბავშვი! მეც ბავშვი ვიყავი. . . ბავშვი იყო, მაგრამ ამაყი და მზრუვნელი ბავშვი! ბავშვი ხარო, რომ გეთქვა, ეწყინებოდა. . . ეს ალბათ იმიტომ, რომ ბავშვი იყო და სურდა, დიდი ყოფილიყო!. . . - და ბავშვმა ვერ შეინახა სიყვარული. . . - ბავშვი. . . - იმეცადინე!. . . | |
|
სულ კომენტარები: 0 | |