მთავარი » 2010 დეკემბერი 27 » ნიკო გომელაური
9:04 PM ნიკო გომელაური | |
*** გადაუქანცავთ არაფრის ლოდინს, რომ დავაწყნარო, რას არ ვპირდები... მაგრამ, მორიგი ტურისტი მოდის და ჩუმდებიან პირამიდები... *** ოჰ, მატყუარა პირამიდები – ჩემსა და ზეცას შორის ხიდები... *** 1 . სუნი და ფერი დაკარგეს ვარდებმა. მე კი დღეს დავკარგე აზრი-სიყვარული. მართლაც ყველაფერი ალბათ დროს ბარდება მარტო მომიწევს ახლა სიარული. 2. მაგრამ, ვარდი ხომ მაინც ვარდია. მკვდარი, მოჭრილი ვიღაცის ხელით. ჩვენი გრძნობა კი, მჯერა მზარდია. ძლიერ მიყვარხართ, გკოცნით და გელით. 3. ქრისტე გაჰყიდეს ოცდაათ ვერცხლად ჩემში მოგცემდნენ შენ ბევრად ნაკლებს. ვინ იფიქრებდა-აღარ ვართ ერთად. მადლობა ვუთხრათ გამოცდილ მაკლერს. 4. რად ააფარე სიყვარულს ჩადრი? მე მეცინება-სხვას როგორ მადრი. სინდის-ნამუსი,ზრდილობა,ყადრი - მორჩა. გათავდა აქ გაწყდა კადრი *** დაუქოქავი საათი ვითხოვ ღირსეულ წრეს. დროსთან გავმართე კამათი, დრო არ ჩერდება, წვეთს... წლები წინდაწინ იწევენ, ითხოვენ თავის წილს. ანგარიშს არც კი მიწევენ. ცოტა არ იყოს მწყინს. წვეთენ წამები, წუთები. დრო სისხლს და სახსრებს მწოვს. დროს ხომ ვერ გაებუტები? -ხათრი არა აქვს დროს... *** მღვდლებმა მითხარით , ან წარმართებმა , რა მემართება? რა მემართება? ტყუილი , ნეტავ , რას მემართლება, რა მემართება? რა მემართება? გული თავისით არ იმართება, რა მემართება? რა მემართება? სული დამისხამს, ტვინი დათვრება, რა მემართება? რა მემართება? რად გამიტაცეს ცრუ მიმართვებმა, რა მემართება? რა მემართება? უსახურობა სახეს მართმევდა, რა მემართება? რა მემართება? ალბათ, თავდახრა უფრო მმართებდა, რა მემართება? რა მემართება? ბედი ბედავდა, სად არ მათრევდა, რა მემართება? რა მემართება? *** ,,რა მემართება? რა მემართება?'' - მაინც თავისით წარიმართება . . . *** ...რა უცნაური დადგა დროება აცდენილია ხმა და ტკივილი გუგუნს როგორ ჰგავს ეს მყუდროება დუმილს როგორ ჰგავს ჩემი კივილი... *** რამდენი ვინმე ჩაგიყლაპია ზღვაო!.. დაუღალავად,ხშირი ტალღებით ხვნეში. გაუმაძღარო, ალერსიანო ძმაო,, რაღაც უმსგავსო მსგავსება არის ჩვენში... *** ქალის არ მესმის (ვბორგავ და ვხვნეში)... რამდენი გესლი მქონია ნეკნში... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |