მთავარი » 2010 დეკემბერი 27 » ნიკო გომელაური
9:08 PM ნიკო გომელაური | |
არ ჩერდებაო დრო, ვიღაცა ბრძენმა ბრძანა... და ეთანხმება ბრბო, ასე არ არის განა?! -როცა მოცარტი ნოტებს არჩევდა, დროებით შერცხვა დროს და გაჩერდა... *** გადის ცხოვრება, გადის... მაისი თრთოდა სხვადასხვა ფერად, მოხვედი, ჰოდა: ვიყოთო ერთად... უსიტყვოდ გენდე (ნეტავ ვინ მთხოვა?) და იმის შემდეგ არ წყდება თოვა... ცხოვრება გადიიიის... *** ჯოჯოხეთში იბევებენ ადგილებს, იქ მოხვედრა განა გა-ა-ადვილეს?! მე კი მითხრეს: არა ხარო საჭირო -ეშინიათ მთვრალმა არ გავაჭირო. იქვე იყო კარი მოპირდაპირე, იქაც შესვლა ტყუილად დავაპირე. ახლა ვეძებ(გამიფუჭდა განწყობა) ადგილს სადაც არ ჭირდება ჩაწყობა. *** აღარ დამრჩა გული, ღვიძლი, მაგრამ მაინც, მაინც ვიბრძვი... აღარ დამრჩა ტვინი, ფილტვი, მაგრამ მაინც,მაინც ვილტვი.. აღარ დამრჩა ნერვი ღერი, მაგრამ მაინც,მაინც ვმღერი... მაგრამ მაინც, მაინც ვქაჩავ, რადგან ერთი რაღაც დამრჩა... *** ზღვამ გადაყლაპა მზე, შეიგრძნო მისი ეშხი... როგორც შენ ერთხელ მე, შემომიტყუე შენში... *** დაიღალა მთვარე ღამით, დღემ დაღალა მზე. დაიღალნენ მთები ზვავით, ზღვამ იცვალა ზნე. *** დაღლილ ნოტებსაც კი ვხვდები -sol-fa-mi-re-do ერთადერთი, ეს თავხედი, არ იღლება დრო... *** წვიმის შემდეგ ზღვა გამოყრის ნაგავს, სანაპიროს რითი აღარ გვივსებს... ჩემი გული ნაწვიმარ ზღვას არ ჰგავს, -შიგ იტოვებს ჩაჯანგებულ ისრებს... *** იბრძვიან, ნაღდი ომია (შუაში მსაჯად ვდგევარ), სული და ფიზიონომია. დამნაშავე კი , მე ვარ... *** მე რომ შემეძლოს ჩხუბის ატანა, ქუჩა-ქუჩა კი აღარ ვივლიდი, ჩვენ ვიქნებოდით ერთად პატარავ და როგორც სულთანს შენ მომივლიდი... *** მაგრამ სად არი ბაირამობა -ბედი დაგდევდეს ფეხდაფეხ სულ თან. ეს ალბათ უკვე აღარ გამოვა, სულთანი არის შორი შენს სულთან. *** ჩემი ქვეყანა-მზიანი,კოხტა... ჩემი ქვეყანა ნახევრად მოკვდა... ჩემი ქვეყანა მუშტში ეტევა... ჩემი ქვეყანა გულის შეტევა... ჩემი ქვეყანა სულგაშლილია... ჩემი ქვეყანა სულ დასჯილია... ჩემი ქვეყანა-ჯართის დარაჯი... მე ვრჩები.შენ კი,თუ გსურს გააჯვი... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |