მთავარი » 2011 » აპრილი » 1 » ნინ ეს შენ ;(
3:12 AM
ნინ ეს შენ ;(
იცი რომ, ძალიან მენატრები?განსაკუთრებით საღამოს როცა სულ მარტო ვრჩები ჩემს თავთან ვხვდები ,რომ არ შემიძლია შენი ჩახუტება, მინდა შენს გვერდით ვიყო, როცა შევცქერი ცას, მინდა რომ შენს ლამაზ   თვალებს ვუყურო, მინდა ვგრძნობდე შენს სუნთქვას ჩემს კანზე, მენატრება შენი თბილი ხელები და ქვეცნობიერად ვიტანჯები როცა არ შემიძლია შეგეხო, როცა მინდა გითხრა ყველაფერი ის, რაც გულსი მაქვს. როცა მესიზმრები, აღარ მინდა გაღვიძება, მინდა გიყურო, მოგეფერო, და გულში ჩაგიკრა, გამეღვიძება და მაშინ იწყება ჩემი ტანჯვა, თვალებს ვხუჭავ ისევ რომ დაგინახო, არ მინდა სიზმარშიც დაგთმო, მაგრამ არც სიზმრად რჩები ჩემთან, მიდიხარ და მე ისევ მარტო ვარ…. . . მაშინ ვრწმუნდები რომ არავის მიმართ არ მიგრძვნია ის გრძნობა რასაც შენდამი ვგრძნობ, ჩემო სიცოცხლევ, არ მინდა,რომ ვიტანჯებოდე, მე ხომ მხოლოდ შენთან ყოფნა მინდა, მაგრამ შენ შორს ხარ და ამის გახსენებაზე უაზროდ ვიტანჯები. 
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 921 | დაამატა: kira | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
2011-04-01 4:45 PM 1 kira
cry
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]