ამბობენ,
რომ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, უწმინდესის და უნეტარესის, ილია
მე-2-ის მამას საკმაოდ უცნაური სიზმარი ჰქონდა. ეს მოხდა ილია მე-2-ის
ბავშვობაში. მის მამას ესიზმრა მეორედ მოსვლა. მსოფლიო ნადგურდებოდა
და ირგვლივ სრული ქაოსი იყო. ილია მე-2 მამასთან ერთად იდგა პატარა მთაზე
ხალხის გარემოცვაში. გამოჩნდა მაცხოვარი. იესო ხალხს გამოეყო და პირდაპირ
მამა-შვილისკენ გაემართა. ის მივიდა მათთან, ილიას შეხედა და უთხრა, რომ
სწორედ ის უნდა გაძღოლოდა ხალხს. ამ სიზმრის შემდეგ იმ ადგილას ააგეს
პირველი მეორედმოსვლის ნიშა და ამბობენ, რომ მეორედმოსვლისას ქრისტიანი
ქართველები ილია მე-2-ის წინამძღოლობით სწორედ ამ მთაზე შეიკრიბებიან. ამ
სიზმრიდან შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მეორედ მოსვლა ილია მე-2-ის
სიცოცხლეში მოხდება.