მთავარი » 2011 თებერვალი 21 » პირველი – ჰარმონია
2:10 PM პირველი – ჰარმონია | |
პირველი – ჰარმონია შეიძლება ცხოვრების მანძილზე ვთამაშობთ, თუნდაც საკუთარი თავის ან სხვადასხვა მხატვრული სახით წარმოვსახავთ მას, მაგრამ ჩვენი აზრები და იდეები, მიზნები და ქმედებები განსაზღვრავს, ვინ ვართ სინამდვილეში. შეიძლება თავი შევირაცხყოთ ბოროტი აზრებით, ვიყოთ პატივმოყვარე და ამაყი, მაგრამ საკმარისია საკუთარ თავთან მარტო დავრჩეთ, რომ იმად ვიქცეთ, ვინც სინამდვილეში ვართ. ამ მომენტში მნიშვნელოვანია, ვიპოვოთ გზა საკუთარი თავისკენ, დაველაპარაკოთ მას, გავუგოთ და მივიღოთ, შევიგრძნოთ საკუთარი სრულფასოვნება და ძალა – ესაა ჰარმონია. მეორე – ინტერესები ცხოვრება მით უფრო საინტერესოა, რაც მეტია გართობა და საქმიანობა. მონოტონურ და უმოქმედო ცხოვრებას დეპრესიამდე მივყავართ. ინტერესები გვეხმარება, თავიდან ავიცილოთ უსიამოვნებები, დავისვენოთ მძიმე ფიქრებისგან და განვთავისუფლდეთ უარყოფითი ემოციებისაგან. ინტერესების სფერო მრავალფეროვანია: სპორტი, ლიტერატურა, მუსიკა, მოგზაურობა.. მაგრამ ყველა მათგანი ერთი და იგივეს – დადებით ემოციებს გვიქმნის. მესამე – სიყვარული სხვებთან ემოციური ურთიერთობები ამყარებს საკუთარი თავის პატივისცემას და შეგრძნებას, რომ ვიღაცას ვჭირდებით, ვიღაცას უხარია ჩვენს გვერდით ყოფნა, დამატებით ძალებს გვმატებს და გვიბიძგებს მოქმედებისაკენ. მეოთხე – მეგობრობა ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი შეგრძნებაა ცხოვრებაში. რა სასიამოვნოა იმ ადამიანის კომპანიაში ყოფნა, რომელსაც დიდი ხანია იცნობ და რომელთანაც ბევრი სასიამოვნო მოგონება გაკავშირება. კარგი მეგობარი დასაყრდენია ცხოვრებისეულ რთულ სიტუაციებში. ყოველთვის ვიცით, რომ რთულ პერიოდში დახმარების ხელს გამოგვიწვდის და გვერდით დაგვიდგება. თავადაც ხომ მზად ვართ, ნებისმიერ დროს დახმარება გავუწიოთ, როგორი პრობლემაც არ უნდა არსებობდეს. იმ შემთხვევაშიც კი, როცა მეგობარს დახმარება არ შეუძლია, მისი მორალური თანადგომა გვეხმარება მოქმედებაში. მეხუთე – პოზიტიური აზროვნება რისკენ ისწრაფის საზოგადოება? – ჰარმონიის, მშვიდობისა და დღესასწაულებისაკენ. ასე იყო, არის და იქნება ყოველთვის. დადებითის საწყისი დადებითი აზროვნებაა. როგორც არ უნდა შემობრუნდეს იღბალი, კარგი დასასრული იმედი და რწმენა ყოველთვის ძალას გვმატებს. თუ საფუძვლად ავიღებთ დევიზს: "ცუდს ყოველთვის კარგი მოსდევს”, მაშინ სასოწარკვეთის საბაბიც აღარ გვექნება. საკუთარი თავის დადებითად განწყობით საბოლოო გამარჯვებას ვუყრით საფუძველს, იმდენად, რამდენადაც ჩვენი აზრები მატერიალურია. და ბოლოს, რა არის საჭირო ბედნიერებისათვის? ნუ ვკითხავთ თავს, ბედნიერი ვართ თუ არა, უბრალოდ, ვისწრაფოთ მისკენ, ყური ვუგდოთ საკუთარ თავს, გავაფართოვოთ ინტერესებისა და მეგობრების წრე და რაც მთავარია, გვიყვარდეს | |
|
სულ კომენტარები: 0 | |