მთავარი » 2010 დეკემბერი 26 » როგორ შევინარჩუნოთ პირველი შთაბეჭდილება...
11:54 PM როგორ შევინარჩუნოთ პირველი შთაბეჭდილება... | |
როგორ შევინარჩუნოთ პირველი შთაბეჭდილება... პირველ პაემანზე კარგი შთაბეჭდილების დატოვება ადვილია… თუმცა, რამდენიმე შეხვედრის შემდეგ, უკვე ჩნდება კითხვა: როგორ მოვიქცე, რომ მან არ შეცვალოს დამოკიდებულება და აზრი ჩემ შესახებ?... იყავით საინტერესო თუ ცხოვრებაში რაიმე მისწრაფება, ჰობი ან მიზანი არ გაქვთ, შეიძლება ითქვას, რომ ხანგრძლივი და სერიოზული ურთიერთობისთვის არც ისე საინტერესო ხართ... გაიხსენეთ თქვენი შაბათის ლაშქრობა, ყოველკვირეული პიკნიკები... მოყევით, როგორ აგროვებდით მარკების კოლექციას, ჯერ კიდევ პირველი კლასიდან (დიახ, ეს ბებიის კოლექციაა. - მერე რა?!) და რა მრავალფეროვანი, საინტერესო ცხოვრებით ცხოვრობთ. მის თვალში თქვენი ფასი საგრძნობლად აიწევს, როდესაც ეცოდინება, თუ რა ბედნიერება ხვდა წილად, თქვენნაირმა მხიარულმა, საინტერესო, მრავალფეროვნებით სავსე ქალმა მასთან ურთიერთობა რომ გადაწყვიტა... დარწმუნებული იყავით, სექსუალური ხართ... პაემანზე ყოველთვის ჩაიცვით სამოსი, რომელშიც თავს სექსუალურად გრძნობთ. იყოს ეს, თუნდაც, პატარა მაქმანებიანი ტრუსი თქვენი ჯინსის ქვეშ. იმ შემთხვევაშიც კი, თუ გახდას არ აპირებთ, მაინც გეცოდინებათ, რომ „ის" იქაა და ეს „ფაქტი" დამატებით ემოციური შტრიხს შეჰმატებს თქვენს განწყობას. იქნებით უფრო სექსუალური და იდუმალი... თუმცა, ნუ გადააჭარბებთ, წინ ხომ მომდევნო შეხვედრებია, მიეცით კაცს ფუფუნება, ყოველი ნახვისას თავიდან აღმოგაჩინოთ... კოცნა... აჩუქეთ მას ვნებიანი კოცნა დამშვიდობებისას და ნაზად უსურვეთ ღამე მშვიდობის... მის ოცნებებში ვარსკვლავის როლი, მთელი ღამით, გარანტირებული გაქვთ. არაჩვეულებრივი სურნელი ყურადღება მიაქციეთ და შეეცადეთ გაიგოთ, თუ რომელი სურნელი სიამოვნებს მას თქვენი სუნამოებიდან... ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან, როგორც მეცნიერებმა არა ერთხელ დაადასტურეს, ადამიანები ერთმანეთს, პირველ რიგში, სურნელით იზიდავენ... გარდა ამისა, ყოველი კოცნისა და ჩახუტების შემდეგ, სურნელი მსუბუქად დარჩება მის სამოსზე და მარტო ყოფნის დროსაც კი, არა ერთხელ შეახსენებს თქვენს სიახლოვეს... გამოიჩინეთ ინიციატივა იყავით უფრო მტკიცე და ინიციატივიანი. ნუ დაელოდებით მხოლოდ მის შემოთავაზებებს ... რამდენიმე შეხვედრაა ერთსადაიმავე ადგილას დადიხართ? შესთავაზეთ რამე განსხვავებული: ქალაქგარეთ გასვლა, სანაპიროზე გასეირნება, რომანტიკული საღამოს გატარება ღია ცის ქვეშ... შეაქეთ ის... შექება მართლაც, უმოკლესი გზაა მამაკაცის გულისკენ... ეს უეჭველია! შეუქეთ დახვეწილი გემოვნება, ახალი პიჯაკი, უთხარით რომ შესანიშნავად გამოიყურება, რომ სასიამოვნო დროს ატარებთ მასთან ერთად, რომ საინტერესო და განუმეორებელი პიროვნებაა, რომლის გვერდით ყოფნაც მხოლოდ დადებით განწყობას გიქმნით... მართეთ თამაში! დაივიწყეთ თამაში „პიველი არ დავურეკავ! არ ვეტყვი რას ვფიქრობ!.." თქვენ ხომ თანამედროვე ქალი ხართ! აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, პირდაპირ თქვით რას ფიქრობთ მასზე! თუმცა, ზომიერების ხაზს ნურც აქ გადახვალთ და ზედმეტი მესიჯებითა თუ ზარებით თავს ნუ მოაბეზრებთ... დაიმახსოვრეთ - მამაკაცმა უნდა იცოდეს, რომ მსხვერპლი - თქვენ ხართ, მონადირე კი თვითონაა... რომელიც სასურველ არსებას მისდევს... 1 | |
|
სულ კომენტარები: 0 | |