მთავარი » 2010 დეკემბერი 25 » სად ვიპოვოთ სიყვარული
1:50 PM სად ვიპოვოთ სიყვარული | |
რაში მდგომარეობს თქვენი პრობლემა და როგორ გადაწყვიტოთ იგი? თქვენ ყველგან დაქალებთან ერთად ჩნდებით. თუ თქვენ უხერხულად გრძნობთ თავს უცნობ ან ხალხმრავალ გარემოში, შეგიძლიათ ერთი, ან ორო დაქალი წაიყოლოთ. მაგრამ ამ შემთხვევაში თქვენი შანსები მკვეთრად მცირდება. საქმე იმაშიც არ არის, რომ თქვენი დაქალები შეიძლება თქვენზე ლამაზად გამოიყურებოდნენ. უბრალოდ მამაკაცს, როგორი გულადიც არ უნდა იყოს იგი, გაუჭირდება გაგეცნოთ მოწმეთა თანდასწრებით, რადგან თუ იგი უარყოფილი იქნებ, ამას ისინიც მოისმენენ. ამიტომ, ან წადით კლუბში მარტო, ან ეცადეთ დროის უმეტესი ნაწილი დაქალების გარეშე გაატაროთ. თქვენ დადიხართ ერთი და იგივე ადგილებში. რამდენჯერ გითქვამთ საკუთარი თავისათვის, რომ ამ ადგილას (კაფეში ან ბარში) არასდროს არიან კარგი ბიჭები? მაგრამ შემდეგ კვირაში ჯიუტად მიდიხართ იმავე ადგილას, იმავე ადამიანებთან ერთად და დროს ძველებურად ატარებთ. თუ ახალ ადამიანებთან შეხვედრა გსურთ, თქვენთვის კომფორტული ზონიდან უნდა გახვიდეთ და მოინახულოთ რაც შეიძლება ბევრი ახალი ადგილი, შეცვალოთ გართობის სახე. სცადეთ ყველაფერი, კარაოკე-ბარებიდან დაწყებული, სხვადასხვა კლუბებით დამთავრებული. ქვეშეცნეულად კრავთ ხელს ადამიანებს. შეიძლება წუწუნებთ, რომ ვერავის ეცნობით და იმავდროულად ხელს კრავდეთ მას, ვისაც ნამდვილად უნდა თქვენთან ურიერთობა. თქვენ გახსნილი უნდა იყოთ ნებისმიერი შესაძლებლობისათვის და არასოდეს თქვათ უარი ადამიანებზე პირველი შთაბეჭდილების გამო. ძალიან ხშირად მამაკაცი შეიძლება უხეში იყოს მხოლოდ იმის გამო, რომ ძალიან რბილი ადამიანის შთაბეჭდილება არ დატოვოს. ამას პირველი შეხვედრისას მიმტევებლობით შეხედეთ და ლაპარაკის საშუალება მიეცით. ნუ ეტყვით წინასწარ თქვენს თავს, რომ არასოდეს არავის გაეცნობით ტრანსპორტში ან ინტერნეტში. რატომაც არა, ათასობით ადამიანმა საკუთარი ბედნიერება სწორედ ასე იპოვა. ძალიან ცდილობთ კარგია, რომ სიყვარულს ეძებთ, მაგრამ ამას ასე აშკარად ნუ გააკეთებთ. მამაკაცებმა შეიძლება იგრძნონ თქვენი გადაჭარბებული სურვილი, ხოლო ეს თითქმის ყველა მათგანს აფრთხობს. როცა ადამიანს მეორე ადამიანი ნამდვილად მოსწონს, მასთან ურთიერთობის პირველი საათები და დღეები წამებას ემსგავსება: პირი უშრება, ხელ-ფეხი უკანკალებს, ხოლო ტვინი ციებიანივით უმუშავებს – ფიქრობს, რა თქვას ისეთი, რომ მოსაუბრისათვის საინტერესო იყოს. ამასთან, მოსაუბრე, რომელიც გრძნობს თქვენს სტრესს, თვითონაც ნერვიულობას იწყებს. ამ სიტუაციაში საჭიროა სწრაფად აიყვანოთ საკუთარი თავი ხელში და მოდუნდეთ: ღმად ჩაისუნთქეთ და ეცადეთ იყოთ თავისთავადი, უბრალოდ, მიიღეთ სიამოვნება ურთიერთობისაგან. აი, ბოლოს და ბოლოს ხედავთ მამაკაცს, რომელსაც სიამოვნებით გაეცნობოდით. რა უნდა ქნათ? როგორ მიხვიდეთ მასთან? როგორ დაიწყოთ საუბარი? ეს არც ისე რთულია, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება მოგეჩვენოთ. მთავარია, არ გადაერთოთ მასთან საუბრისას სხვა ადამიანზე. დასაწყისისათვის უმჯობესია თქვათ რაიმე ძალდაუტანებელი, ოდნავ პროვოკაციული, რათა მან საკუთარი თავის მიმართ ინტერესი იგრძნოს, მაგრამ საკმაოდ ნეიტრალურიც, რათა საშუალება გქონდეთ ადვილად მოშორდეთ, თუ იგი არც ისეთი საინტერესო აღმოჩნდება, როგორიც ჩანს. როგორ დაიწყოთ საუბარი? კომენტარი გაუკეთეთ მოვლენებს, რომლებსაც ესწრებით. თუ ეს არის გამოფენა, კონცერტი, ნებისმიერი შოუ, ამაზე ადვილი არაფერია - უბრალოდ გაუზიარეთ მას თქვენი შთაბეჭდილება. ნუ შეგეშინდებათ გამოჩნდეთ არაკომპეტენტური. თუ განსხვავებული აზრი აქვს - არაუშავს, კამათის საშუალება გეძლევათ. ხოლო თუ თქვენი აზრები დაემთხვა - მით უკეთესი, ეს ნიშნავს, რომ ბევრ რამეს ერთნაირად აღიქვავთ. თუ რაიმე სპორტულ მოვლენას ესწრებით, ცუდი არ იქნებოდა თავი ‘’უცოდინრად’’ მოგეჩვენებინათ და გეთხოვათ მოწონებული მამაკაცისათვის, რომ აეხსნა თქვენთვის მიმდინარე მოვლენები. სავარაუდოა, რომ იგი ნასიამოვნები დარჩება და უახლოესი ნახევარი საათის განმავლობაში საერთოდ არ მოგიწევთ პირის გაღება. შეაქეთ მისი სამოსი სიცრუეა, რომ თითქოს მამაკაცებს არ აღელვებთ საკუთარი გარეგნობა. იმის მიუხედავად, თუ რა აცვია მამაკაცს, მაისური და ჯინსები თუ სერიოზული პიჯაკი, უთხარით კომპლიმენტი: ‘’შესანიშნავი მაისურია! რა აწერია?’’ ან სიმპათიური პიჯაკია. დიდხანს არჩევდით?’’ ‘’ჩვენ უკვე სადღაც შევხვედრივართ ერთმანეთს’’ კლასიკური, მაგრამ საკმაოდ მოქმედი ხერხია - მოიქცეთ ისე, თითქოს უკვე იცნობთ მას, ან სადმე შეხვედრიხართ. თუ გეტყვით, რომ იგი არ გიცნობთ, სულერთია, საუბარი უკვე დაწყებულია. მაგრამ შეიძლება მან დაიწყოს იმ ადგილების ჩამოთვლა, სადაც შეიძლებოდა შეხვედროდით. ‘’სალამი!’’ თუ თავში არცერთი ჭკვიანური აზრი არ მოგდით, უბრალო ‘’სალამმა’’ შეიძლება იმუშაოს. უბრალოდ მიესალმეთ და დაიცადეთ, დაიწყებს თუ არა თვითონ საუბარს. ნუ შეგეშინდებათ უხერხული დუმილისა. თუ იგი მაშინვე არ წავიდა, ესეიგი დაინტერესდა. თუ პაუზა 20 წამზე მეტხანს გაგრძელდა, შეგიძლიათ უბრალოდ გაუღიმოთ. ღიმილი - ეს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ხერხია აჩვენოთ ადამიანს, რომ მის მიმართ სიმპათიას გრძნობთ. იგი ემსახურება მიწვევას ურთიერთობისათვის. ღიმილი გამოხატავს იმ ფაქტს, რომ თქვენ ტკბებით სიტუაციით, ხოლო ეს გადამდებია: მოსაუბრე იწყებს დაინტერესებას და მასაც მოსწონს თქვენთან ურთიერთობა იმის მიუხედავად, თუ რას ამბობთ თქვენ. ამას გარდა, ადამიანთა უმრავლესობა უბრალოდ უფრო სიმპათიურად გამოიყურება, როცა იღიმება. მთავარია - ყოველთვის მზად იყავით იმისათვის, რომ თქვენ ყურებას დაგიწყებენ. სადაც არ უნდა მიდიოდეთ, სახლის გვერდით მაღაზიაშიც კი, ეცადეთ მიმზიდველად გამიყურებოდეთ. დაივარცხნეთ, ტუჩები შეიღებეთ და ნუ ჩაიცმევთ ნურაფერს დახეულს და დალაქავებულს. მამაკაცებს არ უყვართ ქალები, რომლებსაც მხოლოდ მოტეხილი ფრჩხილი აღელვებთ და სარკესთან ორ საათს ატარებენ, მაგრამ მოუვლელებსაც ნაკლებად სწყალობენ. მზად იყავით ყოველთვის და ყველგან, რადგან თქვენ ხომ არ იცით, თუ სად გელოდებათ ბედნიერება? ვინ იცის, იქნებ იგი თქვენს სადარბაზოშიც დგას? | |
|
სულ კომენტარები: 0 | |