მთავარი » 2010 დეკემბერი 27 » სასიყვარულო ლექსი
3:12 PM სასიყვარულო ლექსი | |
რომ დამაქუხოს ვნებამ მეხივით, მესროლე ქალავ ტრფობის მანდილი, შემომეჭერი როგორც ყაჩაღი, დამიყაჩაღე ვნება აშლილი... შემომეჭერი და დამინაყრე, გრძნობა უშენოდ დაბერებული, თავბრუს დამახვევს ჭეშმარიტება, შენი ტყუილით გაჯერებული... მე კი ამ ტყუილს ისევ ვიჯერებ, ვიჯერებ უწინ მჯეროდა როგორც, კვლავ დაგიჯერებ, მოგცემ პირობას, ოღონდ გიხილო, გიხილო ოღონდ... და ამ ტყუილით დამღუპავ ვიცი, ყველა ვმკით იმას რაც გვითესია, ვერაფერს ვიზავ, შენი ტყუილი, სხვის სიმართლეზე უკეთესია... | |
|
სულ კომენტარები: 0 | |