მთავარი » 2010 დეკემბერი 25 » სასიყვარულო რჩევები
10:41 AM სასიყვარულო რჩევები | |
1. იღებ კარტის სრულ დასტას, ანუ 36 ცალს, ჩაიფიქრებ შენი რჩეულის სახელს და კარგად აჩეხავ. 2. დაიწყებ სათითაოდ კარტების ამოტრიალებას. ერთმანეთის გვერდიგვერდ მარცხიდან მარჯვნივ გადმოატრიალე 6 კარტი. ამ რიგის ქვეშ, კიდევ 6. 3. თუ ერთმანეთის ქვეშ ერთნაირი კარტები ამოვიდა, ორივე აიღე და გვერდზე გადადე. მათ ადგილზე სხვა ორი ახალი კარტი დადე, თუ ისევ ერთნაირები დაემთხვა, ისინიც ცალკე გადადე. 4. შემდეგ ეტაპზე მესამე რიგსაც დაალაგებ, წყვილებს ისევ ამოკრებ, შემდეგ მეოთხე რიგს დააწყობ, მეხუთეს და ასე შემდეგ, სანამ კარტი არ გამოილევა. 5. ბოლოს დაითვალე დაწყვილებული კარტების რაოდენობა. აი, მათი მიშვნელობაც. ერთი წყვილი - ჩაფიქრებულ ბიჭს შენი ცოლად მოყვანა უნდა, შანსი არ გაუშვა. ორი წყვილი - სიგიჟემდე უყვარხარ. სამი წყვილი - მოსწონხარ. ოთხი წყვილი - ენატრები. ხუთი წყვილი - შენზე ფიქრობს. ექვსი წყვილი - სხვა მოსწონს ან უყვარს. | |
|
სულ კომენტარები: 1 | |
| |