მთავარი » 2010 დეკემბერი 27 » სასიყვარულო რჩევები
0:27 AM სასიყვარულო რჩევები | |
გსურთ დაეუფლოთ მოხიბვლის ჯადოსნურ ტექნიკას? მაშინ. ყურადღებით ! გარშემომყოფების მოხიბვლა მთელი ხელოვნებაა! ტყუილად კი არ არსებობს საწინააღმდეგო სქესის ცდუნების მრავალი ტექნიკა და მისი შესწავლის სკოლებიც კი. მოხიბვლა, ცდუნება, თავის მოწონება, მონუსხვა - შეიძლება მრავალი სხვადასხვა სიტყვის თქმა, მაგრამ მათი მნიშვნელობა ერთნაირია. ჩვენ გვსურს რომ მოვწონდეთ, ვიპყრობდეთ გულებს, ვუყვარდეთ! ამის მისაღწევად საჭიროა ცოტაოდენი მოთმინება, უზარმაზარი სურვილი და რამდენიმე წესის ცოდნა. ისწავლე მისი მოსმენა ადამიანის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად საჭიროა არამარტო ლამაზად და ჭკვიანურად საუბარი, არამედ სწორი მოსმენის ცოდნა. მამაკაცურ ეგოს აღაფრთოვანებს საყვარელი ადამიანის ყურადღება, თითქმის ყველა მამაკაცი აღმერთებს საკუთარ პერსონაზე საუბარს. დაიმახსოვრეთ: თუკი თქვენი რჩეული გიყვებათ როგორ გამოცვალა ონკანი სააბაზანოში, ყურადღებით მოუსმინეთ, თუნდაც აღნიშნული საეთოდ არ გაინტერესებდეთ, დაუსვით შეკითხვები და აუცილებლად შეაქეთ. შექმენი საერთო ინტერესები თუკი შენი რჩეული ფორმულა1-ის მოყვარულია, მოგიწევს ისწავლო სპოილერის განსხვავება დიფუზორისგან, ასევე ჰაკინეკისა და ალონსოს გარჩევა. რაც მთავარია უნდა მოაგროვო ერთ-ერთ გრანპრიზე დასასწრები ფული. აუცილებელი არ არის თქვენც ფანატიკური თაყვანისმცემელი გახდეთ, მაგრამ თქვენი რჩეულის გატაცებაზე საუბარი უნდა შეძლოთ. სხვა ვარიანტი არ არსებობს. საერთო ინტერესები ყველაზე მეტად აახლოვებს ადამიანებს. იყავი ალერსიანი და მომხიბვლელი კარგად დაუკვირდი სიტყვა "მოხიბვლას”, იგი თითქოს რაღაც მსუბუქ, ქაშმირის მსგავს საბურველში გვხვევს. ამბობენ, რომ მომხიბვლელობა, იუმორის გრძნობის მსგავსად თანდაყოლილი თვისებაა. მაგრამ მოხიბვლის სკოლებში ამ ხელოვნებასაც ასწავლიან. პროგრამა მიმართულია ქალების მნიშვნელოვანი თვისებების წარმოსაჩენად: ქალურობა, მგრძნობიარობა, სექსუალურობა. აღნიშნულის ფლობა ხდის ქალს მომხიბვლელს. შენ პიროვნება ხარ! "ქალი მხოლოდ იმდენად უნდა იყოს ჭკვიანი, რომ მამაკაცი მიხვდეს, რომ ის ჭკვიანია”. ყურადღებას ნუ მივაქცევთ იმ ეგოცენტრიკებს, რომელთათვისაც ჭკვიანი და განათლებული ქალი - მამაკაცია. აზრიანი მამაკაცი ამჯობინებს ურთიერთობას და სექსს მოაზროვნე ქალთან. უჩვენე მამაკაცს, რომ ჭკვიანი ხარ, რომ ჯანსაღი იუმორის გრძნობა გაქვთ და საერთოდ მრავალმხრივი პიროვნება ხართ. ამას მამაკაცი სათანადოდ დააფასებს. იყავი ზოგჯერ მიუწვდომელი, ზოგჯერ ერთგული მეგობარი მაგრამ არც იმდენად მიუწვდომელი, რომ მას მობეზრდეს ლოდინი. ასევე არც ისეთი მეგობარი, რომ მამაკაცად ჩაგთვალოს. გაატარეთ ერთად იმდენი დრო, რამდენიც ორივეს გსურთ. არ მიატოვო საკუთარი ცხოვრება, მეგობრები, სამსახური, სწავლა, ჰობი და ა.შ. მან უნდა იცოდეს, რომ მის გარდა შენ ცხოვრებაში მრავალი ადამიანი და ინტერესია. დაე იზრუნოს შენზე დაქორწინების შემდეგ მამაკაცები გაურბიან საშინაო საზრუნავს. არადა იყო დრო, როცა ძილშიც ჩვენი დახმარება ესიზმრებოდათ. არ დაუშალოთ თქვენ მეგობარს თქვენზე ზრუნვა. უჩვენეთ მას, როგორ გჭირდებათ, რომ მის გარეშე ვერაფერს აკეთებთ. მნიშვნელობა არ აქვს, რა სახის დახმარებაზეა საუბარი: ჩინურ ენაში კონსულტაციაზე თუ კედელზე ლურსმნის მიჭედებაზე. მთავარია მან თავი საჭიროდ იგრძნოს. თავი მოაწონე მის მეგობრებს საკუთარი პოზიციების გამყარება შეგიძლიათ მამაკაცის მეგობრებისთვის თავის მოწონებით. ადამიანების უმრავლესობისთვის (მათ შორის გამონაკლისი არც კაცებია) მნიშვნელოვანია ახლობელი ადამიანების, მამაკაცებისთვის - მეგობრების აზრი. მათთან ურთიერთობისას გამოიყენე მთელი შენი მომხიბვლელობა, თუმცა ბოროტად ნუ ისარგებლებ ამით, რადგან მომხიბვლელობა შეიძლება ცდუნებაში გადაიზარდოს. ეცადე ყოველთვის კარგად გამოიყურებოდე ყველა ქალმა კარგად იცის, უბრალოდ შეუძლებელია მუდმივად კარგად გამოიყურებოდეს. სტრესი, გამოუძინებლობა, ცრემლები -ქალური სილამაზის უსიამოვნო თანამგზავრებია. უძილო, სასიყვარულო ღამის შემდეგ, დილით დაღლილი, შეშუპებული თვალებით იღვიძებთ. სწრაფად მიიღეთ შხაპი! დასვენებული გამოხედვა, დაბანილი, ფაფუკი თმა და ღიმილი - ყველაზე მარტივი გზაა რომელიც დღის ნებისმიერ მონაკვეთში მომხიბვლელობას შეგინარჩუნებთ. ისტერიკები ნორმის ფარგლებში მოუსვენარი, კაპრიზული და ისტერიული ქალები მამაკაცებში იწვევენ შეშფოთებას. მაგრამ ამავე დროს ექსპრესიულობა, ემოციურობა, განსხვავებული აზროვნება და ფანტაზია ძალიან იზიდავს საწინააღმდეგო სქესს. როგორ მოვიქცეთ? ისწავლე იყო კაპრიზული ნორმის ფარგლებში. მხოლოდ ოდნავ, პიკანტურობის გამო, რათა მამაკაცი იყოს ტონუსში და არ მოდუნდეს. მოგწონდეს საკუთარი თავი ადამიანი, რომელიც ადექვატურად აფასებს, ღებულობს საკუთარ ღირსებებს და ნაკლს, აუცილებლად მოეწონებათ. თუ საკუთარი თავი თავად არ გიყვართ, სხვები როგორ შეგიყვარებენ? დაბალი თვითშეფასების მქონე ქალი თავად აგრძნობინებს მამაკაცს, რომ რაღაც წესრიგში არ აქვს და ისიც აუცილებლად იჯერებს ამას! ადამიანები უნდა მიიღოთ ისეთები, როგორებიც არიან, მამაკაცები მით უმეტეს. მამაკაცების სუსტი და ძლიერი თვისებების შესწავლის შემდეგ, შესაძლებელია მათზე სათანადო ზემოქმედება. ზემოთ ჩამოთვლილი წესების გამოყენება არც არასწორია და არც უსინდისობა არ არის. თქვენ მას ამის შესახებ ხომ არ უამბობთ | |
|
სულ კომენტარები: 0 | |