მთავარი » 2011 აპრილი 3 » სასიყვარულო სტატუსები
11:21 PM სასიყვარულო სტატუსები | |
10) მე მე ვარ! ნუ მე-სიყვარულები, ნუ მე-თანაცხოვრები, ნუ მე-სხეულები, ნუ
მე-მეები რა! აი გამოჩნდი.. მოკლე კაბა ჩაგიცვამს, ეს ქვედატანის ქვემოთ
დაქაჩვა ვიღამ გასწავლა? მოხვედი და ჩამეხუტე. არ მინდა შენი ჩახუტება,
რატომ მაყენებ 1 საათი აქ პატარა ბიჭივით... ნაყინს რომ ვყიდულობთ ნუ
მეუბნები ერთიც გვეყოფაო და მერე "შემთხვევით" მეორე ნაყინი ხელიდან
მივარდება ... თვალებზე რა გისვია? რა პატარა გოგოსავით იპრანჭები!
წამწამები აგიპრეხია ... არა რა სასაცილო ხარ! მაღალ ქუსლებზე შემდგარხარ
და ნიავის ერთი წამობერვაც, რომ უკვე წაიქცევი, ალბათ მთელი ღამე სწავლობდი
სიარულს ... რატომ შემომაჭდე ხელები კისერზე? რა პატარა გოგოსავით იქცევი!
ნუ მე-სიყვარულები, ნუ მე-თანაცხოვრები, ნუ მე-სხეულები და ნუ მე-მეები
რა! 11) - დე... - მეთამაშე, დე... - მეძინება, დე... - ზღაპარი მომიყევი, დე... - მაკოცე ,დე.. - მომეფერე, დე... - მიყვარხარ, დე... - მშია, დე... - წავალ რა, დე... - მომწონს, დე... - მგონი მიყვარს, დე... - პატარა აღარ ვარ, დე... - გავთხოვდი, დე... - მივდივარ, დე... - რომ მოვიცლი გნახავ, დე... - მეც მენატრები, დე... - რა გჭირს, დე... - გეხვეწები, დე... - არ მოკვდე, დე... - არ დამტოვო, დე... - მშვიდობით, დე...
| |
|
სულ კომენტარები: 0 | |