მთავარი » 2010 დეკემბერი 25 » სასიყვარულო სტატიები
7:15 PM სასიყვარულო სტატიები | |
ქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში პირველი თოვლი
მოსულიყო. ყველას უხაროდა, ვერავინ გრძნობდა თოვლის სიცივესა და სუსხს.
ყველა სახლის საკვამურიდან კვამლი ამოდიოდა. ყველა სახლიდან სასიამოვნო
სუნი გამოდიოდა. რომელ სახლშიც არ უნდა შეგეჭყიტათ ყველგან დაინახავდით
ლამაზად მორთულ ნაძვისხესა და საჩუქრებს. მხოლოდ ერთი პატარა ქოხის
გაბზარულ ფანჯარაში მოსჩანდა ღუმელი, რომელშიც ძლივსღა ენთო ცეცხლი.
გაგიკვირდებოდათ, მაგრამ ამ ქოხში არც ნაძვისხე იდგა და ვერც საჩუქრებს
დაინახავდით. პატარა ხის მაგიდასთან ძველმანებში გახვეული პატარა ბიჭი იჯდა
და იმედით წერდა წერილს დიდი ლამაზი ასოებით: ძვრიფასო თოვლის ბაბუა, მე ის ვარ შარშან რომ მოგწერე. მაშინ არ ვიცოდი კარგად წერა, თან მისამართის მიწერას დამვიწყებია. დიდი ცეცხლიც არ ენთო, წერილი კარგად ვერ დავწვი და ვინ იცის, იქნება არც მოსულა შენამდე შარშანდელი წერილი. წელს კარგად ვიქცევი. აი, წერაც ვისწავლე. სკოლას არ ვაცდენ. მასწავლებელმა წიგნი , რვეული და კალამი მაჩუქა. საშინაო დავალების დაწერას ზოგჯერ ვერ ვასწრებ. თემური ძია ზოგჯერ იმხელა ყუთებს მათრევინებს, რომ სახლში მოსულს არაფრის თავი არ მაქვს ხოლმე. ეს პალტო ქუჩაში ვიპოვე. თითქმის ახალივითაა. მათხოვრები მართმევდნენ, მაგრამ არ მივეცი. რომ მიმეცა შარშანდელივით მთელი ზამთარი უქურთუკოდ უნდა მეარა, გავიყინებოდი. ცოტა კი მომხვდა, მაგრამ ეხა ხომ უფრო თბილად ვარ. თოვლის ბაბუა, გეხვეწები დედაჩემი მალე ჩამოვიდეს. ამ ზაფხულს წავიდა. ასე მითხრა შორს მივდივარო. ძალიან მენატრება. კიდევ, ახალი ფეხსაცმელი და ხელთათმანები მინდა . ცოტა შოკოლადებიც... ბავშვი დაამთავრებს წერილის წერას და იმედიც სავსე გააღვივებს თითქმის ჩამქრალ ცეცხლს. დაწვავს ლამაზად დაკეცილ ფურცელს. ბოლომდე დაწვას დაელოდება შემდეგ კი გავა სამათხოვროდ. ხან ერთ გამვლელს შეეხვეწება, ხან მეორეს დაუჩოქებს პურის ფულის საშოვნელად. ქალაქის ერთ-ერთ გარეუბანში კვლავ ითოვებს. ყველა სიხარულით შეხვდება ახალ წელს. ვერავინ იგრძნობს თოვლის სიცივესა და სუსხს. ყველა საჩუქრების გახსნას დაიწყებს და ტკბილეულს შეექცევა. მხოლოდ იმ ქოხის გაბზარულ ფანჯარაში გამოჩდება იმედგაცრუებული, ნამტირალევი ბიჭი, რომელსაც მართალია არც ნაძვისხე აქვს და არც ბალიში, რომლის ქვეშაც საჩუქარი უნდა დახვდეს, მაგრამ მის გულშიც ხომ მოდიოდა ახალი წელი. ისიც ხომ ისევე ელოდებოდა ახალი წლის მოსვლას, როგორც სხვა ბავშვები, რომლებმაც ათასი საჩუქარი და ტკბილეული მიიღეს თავიანთი მდიდარი "თოვლის ბაბუებით". ბიჭი მაინც იმედით ელის სითბოსა და საჩუქარს ხალხისაგან. მაგამ მისი ქოხი მაინც შეუმჩნეველი რჩება ყველასაგან... | |
|
სულ კომენტარები: 1 | |
| |