მთავარი » 2011 აპრილი 3 » სასიყვარულო სტატუსები
11:08 PM სასიყვარულო სტატუსები | |
7) გეყო, შესდექ, გიწყენს ღმერთი! წვიმავ, - ეს შენ გეხება. რადგან ზოგი შენი წვეთი სატრფოს ტუჩებს ეხება. ეს ტუჩები მე მეკუთვნის, ვერავის ვერ დავუთმობ. თუ შესცივდა სატრფოს, ტუჩებს ჩემს ტუჩებით გავუთბობ. გეყო, ცელქო წვიმის წვეთო, დაიმოკლე ფეხები. თმები - გინდა დაუსველე, ტუჩებს ნუ შეეხები 8) ბევრი იმედი გაწბილდება, ბევრი ოცნება გაცივდება... მაგრამ არასდროს არ გცილდება - ქალი, რომელიც გიყვარს. ხანდახან ყოფნა გაძნელდება, და სიმარტოვე გაგრძელდება... მაგრამ არასდროს არ გბეზრდება - ქალი, რომელიც გიყვარს. წლებმა იციან გამეტება, სულს ბინდისფერი დაედება... მაგრამ არასდროს არ ბერდება - ქალი, რომელიც გიყვარს. თურმე სიცოცხლე ხანმოკლეა, მალე ბალახი მოგედება... მაგრამ არასდროს არ მოკვდება - ქალი, რომელიც გიყვარს 9) მოვიდა დრო რომ კიდევ ერთხელ მოერიო თავს მე გაძლევ ფიცს რომ სიყვარული კინოს აღარ გავს ვიცი ყოველთვის და ყველგან ატარებდი ცდებს მე მოგცემ ძალას რომ მოერიო დაჟანგებულ ფრთებს ხომ ხედავ ჩემი გაბზარული გული შენით ცემს შენ იცი სიყვარული აზრი აღარა აქვს წლებს მითხარი რომ ეს განცდა ანარქიას აღარ გავს მე აღარ წავალ ისევ მოგაბეზრებ თავს მე ძველ ფოტოებს ჩემი ქურის ცეცხლზე ვწვავ | |
|
სულ კომენტარები: 0 | |