მთავარი » 2011 აპრილი 6 » შენზე დარდები ობოლ სულს მძირავს
2:44 PM შენზე დარდები ობოლ სულს მძირავს | |
შენზე დარდები ობოლ სულს მძირავს, ცოცხლად თავს ვერ ვგრძნობ, მე მკვდრებში მძინავს, დღეს აღტაცებით ვერ ვხვდები დილას, იქნებ გულს კითხო ეგრე რად მწირავს? უფსკრულის ფსკერზე ეკლებში ვკვდები, ნუთუ არ იცი, ნუთუ ვერ ხვდები, მიჯნურს თუ ასე მარგუნე ბედი, მაშინ საყდარში რა ლოცვით შედი? ერთ დროს უსაზღვროდ მიყვარდა ზეცა სულს სიყვარულის პერანგი ეცვა, სანამ უღმერთო წყევლად არ მექცა მთელი სამყაროც მტრულად მომექცა. გული არ შემრჩა , ვაჩუქე დარდებს, სისხლი დავღვარე რომ ვკრეფდი ვარდებს, სულს ჯოჯოხეთში მსხვერპლად დავცლიდი, ოღონდ მცოდნოდა, რომ არ გამცვლიდი. მაგრამ ეს ტანჯვაც უსიტყვოდ მერგო - რადგან არ გსურდა, ჩემთვის გაგეგო. ერთ დროს უსაზღვროდ მიყვარდი... ვცდები... ეხლაც მიყვარხარ და მიტომ ვკვდები! | |
|
სულ კომენტარები: 1 | |
| |