მთავარი » 2011 მაისი 21 » სტატუსები
1:53 AM სტატუსები | |
1)რამ შეაზავა ქალში მაინც ეგზომ რუდუნით- ბრძნულიც, გრძნეულიც, ბრიყვულიც და ქარაფშუტულიც...... 2)ქალის ენა მოკლე რომ იყოს მამაკაცის სიცოცხლე უფრო ხანგრძლივი იქნებოდა... 3)მე იმათკენ ვარ, ვინც ჩუმად და უხმაუროდ სიყვარულის აბლაბუდას ქსოვს.... 4)ოქროს თევზს ჩემი სურვილი რომ ვუთხარი, თავი მოიმკვდარუნა 5)თუ მე ვიქნები ისეთი, როგორიც ყველა, მაშინ ვინ იქნება ისეთი როგორიც მე ვარ??? 6)ნურასოდეს ესვრი ტალახს სხვას,შეიძლება ვერ მოახვედრო, ხელები კი ტალახიანი დაგრჩეს... 7)ცხოვრება ზოგისთვის ფიქრია, ზოგისთვის - ია-ვარდები; ზოგისთვის - თბილი გულია; ზოგისთვის - ეკალ-ბარდები... ზოგს ასე ესმის, ზოგს ისე რას იზამ, - ვერ ედავები, ცხოვრება ეს ის წიგნია - სადაც ვერაფერს გახდები.... 8)შენს გულს სხვისი ნაკვალევი ამჩნევია, მე კი სხვის ნაკვალევზე სიარული არ მჩვევია... 9)მე მიყვარს შენი თვალები და მათში ცემი თვალის ანარეკლი... 10)გული სუფრა არ არის და ყველას ვერ გაუშლი... 11)იარსებე, რომ ნატკენ ღიმილზე სული შემიბერო... 12)ცხოვრებაში, ისევე როგორც გრამატიკაში, გამონაკლისები უფრო მეტია ვიდრე წესები... 13)ისეთი მამლებიც ბევრია ამქვეყნად, გათენების მერე რომ ყივიან... 14)როცა ადამიანები თვალებს ფლობენ, მათ სიტყვები აღარ სჭირდებათ. 15)დედოფლის როლის შესრულება ძნელი როდია, თუკი ოდითგან ღირსეული მეფე გყოლია.... 16)ფრთიანი ანგელოზიც რომ იყო, ვიგაცას შენი ფრთების შრიალი არ მოეწონება... 17)ვიდრე ასჯერ გაზომავ, ვიღაცა გადაჭრას დაგასწრებს... 18)ჩემი სიმშვიდე არის უბრალოდ ფორმალური, მე ვარ...როგორ გითხრათ...არანორმალური.... 19)ცოტაა რომ გიყვარდე, მთავარია გესმოდეს ჩემი... ცოტაა რომ მიპოვო-მთავარია არ დაკარგო... 20_ფრანგს ჰყავს ცოლი, მაგრამ უყვარს საყვარელი, იტალიელს ჰყავს საყვარელი, მაგრამ უყვარს ცოლი... ქართველს ჰყავს ცოლიც და საყვარელიც,მაგრამ უყვარს დედა! 21)სულელი ფიქრობს, რომ ბრძენია, ხოლო ყველა ბრძენი თავს სულელად მიიჩნევს....აუ რა სულელი ვარ | |
|
სულ კომენტარები: 0 | |