მთავარი » 2011 » ივნისი » 15 » სტატუსები
1:28 PM
სტატუსები
1.ჩვევა ზოგჯერ სიყვარულზე ძლიერია....! მაგრამ ისიც უნდა ითქვას,რომ გაცილებით ადვილია (როცა საერთოდ შესაძლებელია) ვინმეს თავი შეაყვარო ,ვიდრე შეაჩვიო...!
2.ნიჭიერი კაცი ყოველთვის ზარმაცია,მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ზარმაცი ნიჭიერია...!
3.უკან" არ არსებობს....! "უკან" იმის მოგონილი სიტყვაა,ვისაც თავი "წინ" ჰგონია !
4."ის" იმან გამოიგონა , ვისაც თავი "მე" ჰგონია...!
5.ჩვენი ცხოვრება ჩვენი ხელობაა...! ჩვენი ხელობა კი ნიღბების ცვლაა...! ერთ ნიღაბს მოვიხსნით, მეორეს ავიფარებთ....ამიტომ სახეს ვკარგავთ....!
6.როდესაც კაცის არსებაში სახელი და დიდება შემოდის, იქედან რამე უნდა განიდევნოს,რომ ადგილი იპოვოს....!პირველ რიგში იუმორის გრძნობა იდევნება...!
7.სიტყვებზე მეტად ღიმილი გვაღიზიანებს, ღიმილში ის სიტყვაც შეიძლება ვიგულისხმოთ,სინამდვილეში რომ გულშიაც არ გაგვივლია,ამითაა ღიმილი საშიში..!
8.არ არსებობს არავითარი "ზემოდან ცქერა"...!მხოლოდ "ქვემოდან ცქერა" არსებობს !!! "ზემოდან ცქერა" "ქვემოდან ცქერის" ინსტიქტური პასუხია !
9.წარმატებას საოცარი სუნი აქვს !
10.დიდება ქურქია...! ქურქი გარედან გეხება და რამდენიც არ უნდა იწვალო, შენი სხეულის ნაწილად ვერ აქცევ...!
11.ნიჭიერი და უნიჭო ადამიანი ერთი და იმავე ადამიანის ორი ნაირსახეობაა ! :)))
12.თეატრში ლაჩრები დადიან გმირების სანახავად...! სპექტაკლი სიზმარია...! თეატრში იმის სანახავად მივდივართ,რაც ცხოვრებაში გვაკლია...!
13.როდესაც კარტის თამაშს გიხსნიან,ერთ ჩამორიგებას ისე ჩამოარიგებენ,ტყუილად წესები რომ ისწავლო და ნიუანსებში გაერკვე...წაგება და მოგება არ ითვლება...ცხოვრებაც ასე უნდა იყოს,ორ ყრად...ჯერ ვარჯიში,რომელიც "არ ითვლება",მერე ნამდვილი სადაც ყველაფერი მკაცრად მოგეკითხება...!
14.ასპროცენტიანი გარანტია ამქვეყნად მხოლოდ სიკვდილს აქვს...!
15.ყველაზე მაგარი სპორტსმენი ისაა , ვინც საკუთარ თავს მოუგებს...!
16.თუ შეგიძლია ემოციები აკონტროლო,აღარ ყოფილხარ ემოციური...!
17.როცა ორი ქალი ერთადაა საქმეში,მაშინ მიზეზი აუცილებლად კაცი იქნება...! : )))
18.გამარჯვებულს არ ასამართლებენ...!
19.მონსტრის დამარცხების ერთადერთი მეთოდი სიცილია...!
20.ხაფანგიდან თავის დაღწევის გზა ისევ და ისევ ხაფანგზე გადის...!
კატეგორია: სტატუსები | ნანახია: 969 | დაამატა: bebe | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 1
2011-06-15 1:45 PM 1 bebe
:D :D :D კიდევ დავდებ:)))))))
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]