მთავარი » 2011 ივნისი 10 » წუხელ ჩუმ სიბნელეში წამოვწექი
3:01 PM წუხელ ჩუმ სიბნელეში წამოვწექი | |
წუხელ ჩუმ სიბნელეში წამოვწექი.. ეს ის დროა, როდესაც მარტონი ვრჩებით მე და ჩემს თმებში ჩარჩენილი ფიქრები, წინადადებები და მელოდიებიც კი, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა თმა დაწნილი მაქვს.. ფრთხილად დავიწყე ძებნა.. სულ სამი ვიპოვე... ერთით მეტი ვიდრე გუშინ. ყველაზე მსუბუქი (მისით ვიწყებ ხოლმე) ამოვიღე და დავაკვირდი: გოგონა... მეცნო.. წაბლისფერი თმა, თხელი სახე, ღრმა სევდით დახრილი თვალები, წამწამების ჩრდილში ამოთხვრილი ლოყები, პატარა, კურნოსა ცხვირი და შედარებით მსუბუქი სევდით მოჩურჩულე ტუჩები სანთლის შუქზე ძლივსღა მოჩანდა... და აი, გამახსენდა.. შობის ღამე.. მოპირდაპირე სარკმელი... წამით მოვკარი თვალი, მეუცნაურა... ნია-გოგონა, რომელიც აიშვიათად იღიმება და არასოდეს იყურება ცაში.. რამ ჩამიტოვა გულში?! გადავწყვიტე ამაზე სხვა დროს მეფიქრა. მეორე მამძიმებდა: დედიკო, რატო ტირი დეეი! მეტკინა.. შუქი ავანთე. გაქრა... არ მინდოდა გამქარლიყო.სხვა დროს დავიბრუნებ-მეთქი, გავიფიქრე, მაგრამ ვის ვატყუებდიი დავიღალე ტკივილისგან გაქცევით, მაგრად ჩავიხუტე გულში და ისევ ჩავაქვრე. ტკივილი გაქრა... დე.. აღარც დედიკო ტიროდა. გაეღიმა.. ასე მასწავლის ხოლმე შიშთან ბრძოლას.. დღეს უნდა მომეყოლა მისთვის, მაგრამ რატომღაც გადავიფიქრე.. მესამეს აღარც ვეხებოდი, ემოციებისაგან დაღლილმა ძილი ვარჩიე, მაგრამ ცნობისმოყვარეობამ მძლია. გავხსენი (ნამდვილად ღირდა): მე და ჩემი ორი სიცოცხლე... აი დანარჩენებიც, ჩემი მეგობრები... ჩვენ... ვიცინოდით ძალიან ბევრს... გამეღიმა. ჩავიხუტე და მათთან ერთად დასაძინებლად მოვემზადე (როგორც ყოველთვის).. თმა გავიშალე... რაღაც ჩამოვარდა და გადაიშალა.. მწვანე თვალები, სახე, ხელები,ის ერთადერთი ხმა... სურნელიც კი... ეს რაღაც ახალი იყო... რასაც არ ველოდი.. ახალი, თუმცა ძველი.. შენ... ისევ შენ... მათთან ერთად. ჩემთან, ჩემს თმებში... ჩემს გულში.. და... დავიძინეთ ყველამ ერთად... :) | |
|
სულ კომენტარები: 0 | |