მთავარი » 2010 » დეკემბერი » 27 » წვიმის ღამეს
3:22 PM
წვიმის ღამეს

წვიმიან ღამეს, მე გეტყვი ამ დღეს,
თუ როგორ მიყვარს მე შენი სახე,
უაზრო კრძალვებს, წავსდგები ხვალეს
და გეტყვი ამ დღეს მე მიმატოვეს.
ნისლიან დარებს, ღრუბლიან თვალებს
ბუნებისაგან დამცინავ სახეს,
რა ვუყო ამ ფიქრს თავს არ მანებებს
მე აქაობას აღარ მახსენებს.
კლდის პირას ფიქრი გადამაქანებს
იმ უსასრულო ცხოვრების აზრში,
საცაა ალბათ უდროოდ მისვლა
არ მიიღებენ სტუმარ მასპინძელს.
იასამნისფერ ფიქრებით ხედვა
არის ღვთაება და უკვდავება,
დროშია ალბათ მოგზაურობა
წუთისოფელს რომ არ ეკარება.
ცისფერი ლანდით მოვიკლაკნები
ლურჯა ცხენები მიპობენ ქარებს,
გალაქტიონის მეფური ძილით
ძინავს დროებას მას უდარდელად.
გაყინულია ეს ცხოვრება წუთისოფელში
და ჩემ ოცნებებს მზის თვალივით მე ვუფრთხილდები,
ვიცი არასდროს არ ახდება
ამ გულის ნატვრა
მაგრამ არ მძალუძს რომ დავამარცხო
კატეგორია: ლექსები | ნანახია: 888 | დაამატა: admin | რეიტინგი: 5.0/1
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]