მთავარი » 2011 ივნისი 10 » თუ მართლა გიყვარვარ!
3:31 PM თუ მართლა გიყვარვარ! | |
****************************************************************************************************
თუ მართლა გიყვარვარ! (ნეტარი ავგუსტინეს მიხედვით) სიკვდილი არა არის-რა, მე მხოლოდ გაღმა მხარეს გავედი. მე ისევ მე ვარ, შენ ისევ შენა ხარ, რაც ვიყავით ერთმანეთისათვის, იგივენი ვართ საუკუნოდ. ისევ ისე მომმართე, როგორც ყოველთვის მოგიმართავს. ისევ ისე მესაუბრე, როგორც ყოველთვის გვისაუბრია. ნუ დამელაპარაკები სხვა კილოთი. ნუ მიიღებ მგლოვიარე და მწუხარე იერს. გაიცინე რაზეც გვეცინებოდა, ილოცე, გაიღიმე, იფიქრე ჩემზე, ჩემთან ერთად ილოცე. ჩემი სახელი ისევ ისე წარმოითქვას , როგორც ყოველთვის წარმოითქმებოდა ყოველგვარი ზეაწეულობის, ყოველგვარი ნაღველის გარეშე. სიცოცხლე იმასვე ნიშნავს, რასმაც მუდამ ნიშნავდა. იგი ისევ ის არის, რაც იმუდამ იყო. ძაფი არ გამწყდარა, რად გგონივარ შენ ფიქრთა მიღმაი იმიტომ, რომ შენს თვალსაწიერს გარეთა ვარი მე შორს არა ვარ, ზუსტად გზის გადაღმა ვარ, ხომ ხედავ, ყველაფერი კარგად არის. ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ. თუ მართლა იცი, რა არის ღმერთის მადლი და სასუფეველი. თუ ძალგიძს, გაიგონო ანგელოზთა გალობა და ანგელოზებს შორის დამინახო! თუ ძალგიძს, იხილო გადახსნილი სასუფეველი. საუკუნო სამყოფელი. ახალი ბილიკი, რომელსაც ვადგავარ!.. თუ წამით ძალგიძს, ჩემსავით უჭვრიტო მშვენიერებას, რომლის წინაშეც ყველა სილამაზე ფერმკრთალდება!.. როგორ-თუკი საწუთროში, აჩრდილთა საუფლოში მხედავდი და გიყვარდი, წარუვალ სიცხადეთა საუფლოში ვეღარ უნდა მხედავდე და გიყვარდეი გწამდეს, როცა სიკვდილი შენც აგყრის ბორკილებს, როგორც მე ამყარა, როცა ერთ დღესაც, მხოლოდ ღმერთისათვის ცნობილ და ღმრთისაგან დადგენილ დღეს, შენი სულიც სასუფეველში შევა, სადაც ჩემმა სულმა შეგასწრო, იმ დღეს შენ კვლავ შეხვდები მას, ვისაც უყვარდი და ისევ ისე უყვარხარ. კვლავ ჰპოვებ მის გულს და იმ გულში კვლავ იმ გრძნობას, ოღონდ უფრო განწმენდილს. შეიშრე ცრემლი და ნუ ტირი, თუ მართლა გიყვარვარ! *************************************************************************************** | |
|
სულ კომენტარები: 2 | |
| |