მთავარი » 2011 მაისი 27 » უდაბნო
7:00 PM უდაბნო | |
მე გავყვები აქლემების ქარავანს, ბედუინის მოძველებულ სიმღერად, ამ დროს კაცის ხორცი უკვე არა ვარ, ამ დროს ჩემში მხოლოდ ქვიშა იღვრება. ვარ მთელი ზღვა,დაგლეჯილი წვეთებად, და შხეფებად დაგლეჯილი წვეთები, ამ დროს ჩემში ყველაფერი ეტევა, და თვითონაც ყველაფერში ვეტევი. შემომხედავს დისკო გაწითლებული, ასე უცხო,და ამავდროს უბრალო. მზე არავის არ ჰყავს ისე ქებული, როგორც ხოტბას ასხამს მთელი უდაბნო. შეიბინდნენ ყავისფერი მინდვრები, ოჰ,რა მალე ამ მხარეში ღამდება! და ძირძველი,მკაცრი პირამიდები უგზავნიან სიგნალს უცხო პლანეტას. ცაზე გაჩნდნენ იგრეკები,იქსები, და სიტყვები იმაზე რაც ვერ ითქვა. მილიონი,დაბნეული სფინქსები, ვეღარ სცემენ პასუხს თავის შეკითხვას. მე კი ვიცი ყველაფერი უბადლოდ, ნეტავი ეს მხარე არ ამერჩია. -ვარ გაშლილი,უსასრულო უდაბნო, ვარ ყველაში და ყველა კი ჩემშია. | |
|
სულ კომენტარები: 0 | |